ზვიად კუპრავას 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© Sputnik / Shota Nozadzeზვიად კუპრავა
ზვიად კუპრავა - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2026
გამოწერა
„ნაცმოძრაობის" წევრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავა.
თბილისი,29 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ზვიად კუპრავას 2, 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ზვიად კუპრავას ბრალი სსსკ-ის 317-ე და 353-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას გულისხმობს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დაახლოებით 1 საათის წინ მიიღო - დამხობისკენ მოწოდების ნაწილში მას 2 წელი და 6 თვე მიესაჯა, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში 5000-ლარიანი ჯარიმა. საბოლოოდ, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქა ნაკლებად მკაცრმა სასჯელმა.
კუპრავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავა.
საქმე ეხება 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით კუპრავას მიერ გასული წლის 30 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვას. გამოძიების ინფორმაციით, კუპრავა ვიდეოში მოუწოდებდა მოქალაქეებს, 4 ოქტომბრის არჩევნების დღეს ჩაეშალათ „რუსული სპეცოპერაცია“, დაეწყოთ მასშტაბური მოძრაობა და მოეხდინათ ხელისუფლების დამხობა. გარდა ამისა, სუს-ის ცნობით, მან დაკავების დროს სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია.
ყველა ახალი ამბავი
0