https://sputnik-georgia.com/20260629/venaxebis-partobi-gaormagda-299386914.html
საქართველოში ვენახების ფართობი თითქმის გაორმაგდა
საქართველოში ვენახების ფართობი თითქმის გაორმაგდა
Sputnik საქართველო
2024 წლის აგრარული აღწერის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 164,7 მლნ ძირი ვაზია გაშენებული, აქედან 96,4% – მსხმოიარე 29.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-29T14:51+0400
2026-06-29T14:51+0400
2026-06-29T14:51+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282855569_0:142:3078:1873_1920x0_80_0_0_0a92e090f25c90634272399af5b782ea.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოში ვენახების ფართობი 10 წელში (2014-2024 წლებში) 81,5%-ით გაიზარდა და 599 კვ/კმ-ს მიაღწია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.„საქსტატმა“ გამოაქვეყნა მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის აღწერის ძირითადი შედეგები, რომელიც საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. წინასწარი მონაცემები 2025 წლის ივნისის ბოლოსა და 2026 წლის აპრილში გამოქვეყნდა.2024 წლის აგრარული აღწერის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 164,7 მლნ ძირი ვაზია გაშენებული, აქედან 96,4% – მსხმოიარე.ყველაზე გავრცელებული ჯიშია „რქაწითელი" (76,6 მლნ ძირი, საერთო რაოდენობის 46,5%), მეორე ადგილზეა „საფერავი" (55,9 მлნ, 34%) - აღნიშნულ ჯიშებზე ვენახების 80% მოდის.პოპულარული ჯიშების სიაში ასევე შედის „ცოლიკაური", „ციცქა", „კახურის მწვანე", „ალექსანდროული" და „ქისი". 2025 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით, ღვინის ქარხნებმა 330 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს – ეს მოცულობა რეკორდულია ბოლო 30 წლის განმავლობაში.მთელი ქვეყნის მასშტაბით ღვინის ქარხნებში საკუთარი მოსავალი ჩააბარა 21,2 ათასმა ფერმერმა . საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება შემოდგომაზე ხდება. რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული „ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282855569_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d9f2c24dee028eb388d8992b2d8ebf2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოში ვენახების ფართობი თითქმის გაორმაგდა
2024 წლის აგრარული აღწერის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 164,7 მლნ ძირი ვაზია გაშენებული, აქედან 96,4% – მსხმოიარე
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოში ვენახების ფართობი 10 წელში (2014-2024 წლებში) 81,5%-ით გაიზარდა და 599 კვ/კმ-ს მიაღწია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატმა“ გამოაქვეყნა მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის აღწერის ძირითადი შედეგები, რომელიც საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. წინასწარი მონაცემები 2025 წლის ივნისის ბოლოსა და 2026 წლის აპრილში გამოქვეყნდა.
2024 წლის აგრარული აღწერის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 164,7 მლნ ძირი ვაზია გაშენებული, აქედან 96,4% – მსხმოიარე.
ყველაზე გავრცელებული ჯიშია „რქაწითელი" (76,6 მლნ ძირი, საერთო რაოდენობის 46,5%), მეორე ადგილზეა „საფერავი" (55,9 მлნ, 34%) - აღნიშნულ ჯიშებზე ვენახების 80% მოდის.
პოპულარული ჯიშების სიაში ასევე შედის „ცოლიკაური", „ციცქა", „კახურის მწვანე", „ალექსანდროული" და „ქისი".
2025 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით, ღვინის ქარხნებმა 330 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს – ეს მოცულობა რეკორდულია ბოლო 30 წლის განმავლობაში.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ღვინის ქარხნებში საკუთარი მოსავალი ჩააბარა 21,2 ათასმა ფერმერმა .
საქართველოში ყურძნის მოსავლის აღება შემოდგომაზე ხდება. რთველი კახეთის რეგიონში აგვისტოს ბოლოს – სექტემბრის პირველ დღეებში იწყება და ქვეყნის მთიან რეგიონებში, მათ შორის ლეგენდარული „ხვანჭკარის" სამშობლო – რაჭაში სრულდება.