https://sputnik-georgia.com/20260629/tbilisshi-axali-politpartia-jer-saqartvelo-daapuznes-299390987.html
თბილისში ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო“ დააფუძნეს
თბილისში ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო“ დააფუძნეს
Sputnik საქართველო
როგორც ყიფიანმა აღნიშნა, პარტია ღიაა ყველასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა, გეგმავს დამოუკიდებლად განვითარებას. 29.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-29T14:28+0400
2026-06-29T14:28+0400
2026-06-29T14:28+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/1d/299387372_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_be2271d2a20a4a26fc44bfb89037ab27.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ანალიტიკური ორგანიზაცია Geocase-ს თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო” დააფუძნა. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა კვირას 28 ივნისს გაიმართა, სადაც დელეგატებმა თავმჯდომარედ ყიფიანი აირჩიეს. ყიფიანის თქმით, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის გადაწყვეტილება საზოგადოების მოთხოვნით არის ნაკარნახევი. სხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობებზე საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტია ღიაა ყველასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა, გეგმავს დამოუკიდებლად განვითარებას. „ვფიქრობთ, რომ „ჯერ საქართველოს" აქვს იმის ბუნებრივი რესურსი, რომ განვითარდეს ალიანსს მიღმა. თუმცა, ეს არ გამორიცხავს პირად კომუნიკაციებს, ინდივიდუალურ კონტაქტებს. ასეთი კონტაქტები იყო, არის და დარჩება ჩვენს ხელწერად",- განაცხადა ყიფიანმა. პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ: ვახტანგ კაპანაძე, ვალერი ჩეჩელაშვილი, რუსუდან თევზაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, გიორგი ანთაძე. პარტიის თანადამფუძნებლები და მრჩევლები გახდნენ ნიკოლოზ ალავიძე და გიორგი ტუმასიანი.სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი შალამბერიძე, ხოლო წევრებად ბექა ბოჭორიშვილი, ივერი მისრიაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აირჩიეს. აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას კი ზურა შარაშენიძე დაიკავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/1d/299387372_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_264db5b2aee955c1abe085870b8466f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
თბილისში ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო“ დააფუძნეს
როგორც ყიფიანმა აღნიშნა, პარტია ღიაა ყველასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა, გეგმავს დამოუკიდებლად განვითარებას.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ანალიტიკური ორგანიზაცია Geocase-ს თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო” დააფუძნა.
პარტიის დამფუძნებელი ყრილობა კვირას 28 ივნისს გაიმართა, სადაც დელეგატებმა თავმჯდომარედ ყიფიანი აირჩიეს. ყიფიანის თქმით, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის გადაწყვეტილება საზოგადოების მოთხოვნით არის ნაკარნახევი.
„დღეს არის პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი ყრილობა, მაგრამ ყოველგვარი პირფერობის გარეშე მინდა ვთქვა - ეს არ არის ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მიიღო დრომ და იმ მოლოდინებმა, რაც ქვეყანაში შეიქმნა, ამიტომ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ფორმალური პასუხი არის ამ მოლოდინებთან დაკავშირებით. დღევანდელი დღე დიდი მოგზაურობის დასაწყისია. იმედია, ეს მოგზაურობა ამ მოლოდინების საპასუხო იქნება", - განაცხადა ყიფიანმა.
სხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობებზე საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტია ღიაა ყველასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა, გეგმავს დამოუკიდებლად განვითარებას.
„ვფიქრობთ, რომ „ჯერ საქართველოს" აქვს იმის ბუნებრივი რესურსი, რომ განვითარდეს ალიანსს მიღმა. თუმცა, ეს არ გამორიცხავს პირად კომუნიკაციებს, ინდივიდუალურ კონტაქტებს. ასეთი კონტაქტები იყო, არის და დარჩება ჩვენს ხელწერად",- განაცხადა ყიფიანმა.
პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ: ვახტანგ კაპანაძე, ვალერი ჩეჩელაშვილი, რუსუდან თევზაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი, გიორგი ანთაძე. პარტიის თანადამფუძნებლები და მრჩევლები გახდნენ ნიკოლოზ ალავიძე და გიორგი ტუმასიანი.
სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი შალამბერიძე, ხოლო წევრებად ბექა ბოჭორიშვილი, ივერი მისრიაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აირჩიეს. აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას კი ზურა შარაშენიძე დაიკავებს.