https://sputnik-georgia.com/20260629/saqartvelom-da-kazaxetma-strategiuli-partnioroba-daamkares-299399874.html
საქართველომ და ყაზახეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს
საქართველომ და ყაზახეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 29.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-29T21:32+0400
2026-06-29T21:32+0400
2026-06-29T21:32+0400
საქართველო
ყაზახეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/1d/299398578_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_db685c798f68c9e2b9ba5982c4edb2bd.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ასტანაში ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.გარდა ამისა, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის გაფორმდა მემორანდუმები კულტურის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის საპატიო ორდენით დააჯილდოვა.საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.საქართველო და ყაზახეთისაქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ინიციატივით, 2021 წლის მარტში თბილისში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა, რომლის მიზანიც ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის, ტურიზმისა და კულტურული კავშირების განვითარების ხელშეწყობაა.გაერთიანების დამფუძნებლები არიან კომპანიები, რომლებიც შექმნილია და საქმიანობენ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით. უახლოეს მომავალში საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავენ.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/1d/299398578_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_43b2044610c26a5c280f2cbbf6a5059b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ყაზახეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ყაზახეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველომ და ყაზახეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს
საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ასტანაში ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
„სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მყარი პარტნიორობა საქართველოსა და ყაზახეთს შორის, რაც ახალ ფურცელს გადაშლის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში“, — განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
გარდა ამისა, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის გაფორმდა მემორანდუმები კულტურის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.
ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის საპატიო ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ინიციატივით, 2021 წლის მარტში თბილისში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა, რომლის მიზანიც ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის, ტურიზმისა და კულტურული კავშირების განვითარების ხელშეწყობაა.
გაერთიანების დამფუძნებლები არიან კომპანიები, რომლებიც შექმნილია და საქმიანობენ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით. უახლოეს მომავალში საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავენ.