საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, PABSEC-ის სესიას მასპინძლობს

© Сourtesy of Georgian Governmentშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2026
გამოწერა
საქართველოს თავმჯდომარეობის ვადის დასრულების შემდეგ, ასამბლეის ხელმძღვანელობა საბერძნეთს გადაეცემა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველო თავმჯდომარე ქვეყნის რანგში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას (PABSEC) მასპინძლობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველა დელეგაცია საქართველოში დღის განმავლობაში ჩამოვა, ასამბლეის ძირითადი სხდომა კი ხვალ გაიმართება.
„თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ვმასპინძლობთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას. დღეს ჩამოვა ყველა დელეგაცია, რათა ხვალ დიდ საერთაშორისო ღონისძიებას ვუმასპინძლოთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის ტავმჯდომარემ აღნიშნა, მზადების ფარგლებში უკვე გაიმართა ბიუროს სხდომა, ასევე დაგეგმილია კომიტეტის სხდომა. მისი თქმით, მხარეებმა ასამბლეის ჩატარებასთან დაკავშირებით საორგანიზაციო გადაწყვეტილებები მიიღეს.
„ხვალ გაიმართება თავად ასამბლეა, რომელშიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ათი ქვეყანა მიღებს მონაწილეობას. დელეგაციების ნაწილი უკვე ჩამოსულია, დღეს ჩამოვა ყველა დელეგაცია, რათა ხვალ ვუმასპინძლოთ დიდ საერთაშორისო ღონისძიებას", - განაცხადა სპიკერმა.
პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ასამბლეა ძალიან აქტიური იყო და მან, როგორც ასამბლეის პრეზიდენტმა ასამბლეის სახელით რიგ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
„ამით გარკვეულწილად გავააქტიურეთ, გავამდიდრეთ ასამბლეის მუშაობა. შემდეგ ეტაპზე უკვე საბერძნეთს გადავცემთ ასამბლეის თავმჯდომარეობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
PABSEC და საქართველო
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა რეგიონის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს. ის აერთიანებს BSEC-ის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს და მუშაობს რეგიონული თანამშრომლობის, ეკონომიკური ურთიერთქმედების, ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ეკოლოგიისა და ჰუმანიტარული კავშირების საკითხებზე.
საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა, მონაწილეობს BSEC-ისა და PABSEC-ის მუშაობაში. ასამბლეის თავმჯდომარეობა ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, კოორდინაცია გაუწიოს ორგანიზაციის საპარლამენტო დღის წესრიგს, გამართოს სხდომები და წინ წამოსწიოს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.
საქართველოს თავმჯდომარეობის ვადის დასრულების შემდეგ, ასამბლეის ხელმძღვანელობა საბერძნეთს გადაეცემა.
ყველა ახალი ამბავი
0