მიმოხილვა: რა ხდება დობროპოლიეში

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2026
გამოწერა
უკრაინის არმიის ვირტუალურ წარმატებებზე დასავლეთის ჯადოქრული რიტუალები ეწინააღმდეგება რუსეთის შეტევის რეალობას ფრონტის მთელ ხაზზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 28 ივნისს განაცხადა, რომ დონბასში რუსულმა ჯარებმა თავდაცვა გაარღვიეს და ტერიტორიებს რუსეთის ახალი რეგიონების ფარგლებს გარეთ კიევი გარდაუვალად დაკარგავს.
ვლადიმირ პუტინმა 28 ივნისს დონბასში მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ განაცხადა:
„დობროპოლიეს მიმართულებაზე ჩვენმა ბიჭებმა საინჟინრო ბარიერების კარგად მომზადებული, სამზოლიანი ხაზი გაარღვიეს, რომელიც მიუდგომლად ითვლებოდა. შევიდნენ დობროპოლიეს მიმდებარე დასახლებულ პუნქტ ანოვკაში“.
ქალაქ დობროპოლიეს დასავლეთით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წინასწარ მომზადებული თავდაცვითი ხაზები აღარ აქვთ, უკრაინის სახელმწიფო საზღვრამდე კი 15 კილომეტრია დარჩენილი. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა: „უკრაინული რეჟიმი კურსკის მიწაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის გადაიხდის ფასს იმ ტერიტორიების დაკარგვით, რომლებიც ჩვენ უსაფრთხოების ზონის შესაქმნელად გვჭირდება“.
რუსულმა ჯარებმა 28 და 29 ივნისს დნეპროპეტროვსკის ოლქში გაათავისუფლეს პისანცი და ბოგოდაროვკა. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსაზღვრე ამ რეგიონში რუსეთი ათეულობით დასახლებულ პუნქტსა და მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებს. დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე რუსეთის არმიის შეტევის ტემპი და ოპერატიული სივრცის გაფართოება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კარგს არაფერს უქადის.
მოწინააღმდეგის მცდელობის მიუხედავად, შეინარჩუნოს დაკავებული პოზიციები მდინარე გაიჩურის ნაპირებზე, დაჯგუფება „ვოსტოკის“ ქვედანაყოფები შეუქცევადად კრავენ „მარწუხებს“ მნიშვნელოვან გამაგრებულ რაიონსა და ქალაქის ტიპის დაბა პოკროვსკოეს ირგვლივ, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საზღვრიდან 22 კილომეტრში დასავლეთით. რუსულმა ჯარებმა 27 ივნისს სოფელი ნოვოსკელევატოე გაათავისუფლეს და პოკროვსკოეში უკრაინის შეიარაღებული ძალების გარნიზონის მომარაგების დასავლეთის ხაზი გადაკეტეს. ნატოს კიეველი მარიონეტები ფრონტის ხაზის გაყინვას მოითხოვენ, რომელიც მეტისმეტად სწრაფად დასავლეთისკენ ინაცვლებს. თუმცა კიევის რეჟიმის გადარჩენა მოსკოვის გეგმებში არ შედის. რუსეთის შეტევა 1 250-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე, დასავლეთის პოლიტიკური ილუზიებისა და ანგარებიანი გეგმების მიუხედავად გრძელდება.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ივნისის ღამეს მოწინააღმდეგის ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს კიევსა და უკრაინის შვიდ ოლქში — დნეპროპეტროვსკის, სუმის, ხარკოვის, პოლტავის, კიევის, კიროვოგრადისა და ნიკოლაევის ოლქებში. ჰიპერბგერითი „ცირკონები“, ბალისტიკური „ისკანდერები“, მართვადი საავიაციო ბომბები და რეაქტიული დრონები „გერანი“ გეგმაზომიერად ანადგურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალების საწყობებს, ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, ასევე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ამწყობ საწარმოებს. გასულ კვირაში მოწინააღმდეგის შეუქცევადმა დანაკარგებმა 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე შეადგინა, ხოლო ერთ დღეში — სამი МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი. დანაკარგები კატასტროფულია. ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის, რადგან ნატო რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომის წარმოებას ბოლო უკრაინელამდე გეგმავს.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის დინამიკა კიევს 2026 წლის მეორე ნახევარში რუსეთის დარტყმების მზარდ ინტენსივობას, ასევე, სავარაუდოდ, დრუჟკოვკაში, კრამატორსკსა და სლავიანსკში უკრაინული გარნიზონების ალყაში მოქცევას (ლიკვიდაციას) უქადის. სააგენტო Bloomberg-მა დააფიქსირა: დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა კვლავ უარესდება, ხოლო რუსული ჯარები რეგიონის უდიდეს ქალაქებს სულ უფრო უახლოვდებიან. სააგენტო Reuters-მა დაამატა: „ფსონები იზრდება“.
ნატოს „თვითმკვლელთა კლუბში“ ტრაგიკული ეიფორია სუფევს. ესტონეთი და ლატვია ოფიციალურად განაცხადეს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისა და ფრონტის ხაზის შესაძლო გაყინვის იდეის წინააღმდეგები არიან. წარმოიდგინეთ, ესტონეთის მთავარმა დიპლომატმა მარგუს ცაჰკნამ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებში ჩამოვარდნილი უკრაინული დრონები „ის ფასია, რომლის გადახდაც ღირს რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და სამხედრო ბაზების გასანადგურებლად“.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ პირდაპირ განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ რუსეთთან ომისთვის“.
გაზეთმა The Washington Post-მა დაწერა: „უკრაინაზე დარტყმების გახშირება და გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესება მას შემდეგ, რაც ტრამპმა დაუშვა, რომ, შესაძლოა, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გაამკაცროს... სერიოზული განგაშის სიგნალებია“. მართლაც, დასავლეთი პროქსი-ომში მეტისმეტად შორს წავიდა., ხოლო რუსეთი მზად არის, პასუხი გასცეს.
ჯონ მიშაირმერი მიიჩნევს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ოპერაციები სრულად ნატოს საშუალებებით ხორციელდება, უკრაინაში ომი იმ ფაზაში შევიდა, როდესაც რუსეთს შეუძლია, დარტყმები ევროპაში მდებარე სამხედრო ობიექტებზე მიიტანოს და შეზღუდულად ბირთვული იარაღიც კი გამოიყენოს.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა ანალიტიკოსმა ლარი ჯონსონმა აღნიშნა, რომ ვითარებას ახასიათებს სახიფათო დესტაბილიზაცია, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა, ნატოს ძალებმა და ამერიკული მხარის ახალმა კურსმა გამოიწვია. ჯონსონი პუტინის გზავნილს შემდეგნაირად ხედავს: „ჩვენ საკმარისზე მეტადაცვართ მზად. ჩვენ გვესმის, რა გველოდება, და ამას გავუმკლავდებით“. ამჯერად რუსეთი, როგორც 1941 წელს, ხელებდაკრეფილი არ იჯდება და თავდასხმას არ დაელოდება.
„ორეშნიკის“ გარდა, მოსკოვს ისეთი საშუალებებიც აქვს, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ჯერ არც გამოუყენებიათ და არც უჩვენებიათ. 2026 წლის ცხელი ზაფხული ევროპაზე საკმარის შთაბეჭდილებას მოახდენს. ხოლო აშშ ზედმეტად არის გატაცებული ირანული თემით, იმისათვის, რომ რუსეთთან დიდი ომის დაწყების რისკზე წავიდეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
ყველა ახალი ამბავი
0