https://sputnik-georgia.com/20260629/papuashvili-braldebebs-pasuxobs-299395224.html
საქართველოში „პროირანულ“ პოლიტიკასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხეს
საქართველოში „პროირანულ“ პოლიტიკასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხეს
Sputnik საქართველო
საქართველოს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან პრაგმატიზმის და ეროვნული ინტერესების დაცვით ვითარდება. 29.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-29T16:39+0400
2026-06-29T16:39+0400
2026-06-29T17:16+0400
საქართველო
ირანი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496794_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_99d2ca6cfdf65f37738a5f46a8ad79b6.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი საგარეო პოლიტიკას დამოუკიდებლად, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აყალიბებენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა სომხეთში ირანის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი ოპოზიციის მხრიდან ირანთან კონტაქტების გამო ხელისუფლების კრიტიკის ფონზე გააკეთა.მან აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას გულისხმობს. „სუვერენიტეტის ამოსავალი წერტილია, რომ საგარეო ურთიერთობები მან უნდა აწარმოოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამას აკეთებს სომხეთი, ამას აკეთებს აზერბაიჯანი. ყველა ქვეყანა ჩვენს რეგიონში და ამას აკეთებს საქართველო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო თავის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გარე ძალებთან არ შეათანხმებს და გეგმავს ყველა მეზობელთან ურთიერთობა ააგოს ეროვნული ინტერესებიდან და საკუთარი როლიდან გამომდინარე როგორც რეგიონში სტაბილურობის ფაქტორის. ამ ფონზე საქართველო ირანთან პრაგმატულ კონტაქტებს ინარჩუნებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მანამდე მიულოცა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის ამ პოსტზე არჩევა. ირანის ახალმა ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოჯანიმ, რომელიც მოვალეობის შესრულებას 2026 წლის მაისში შეუდგა, განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები მანამდე არსებულ დონეზე შენარჩუნდება. საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კვლავ შეზღუდულია. 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქვეყნებს შორის საქონელბრუნვამ 1,9 მილიონი დოლარი შეადგინა. 2025 წელს მან 291 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გახდა.
საქართველო
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/08/298496794_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_786814f805e004ea8b01094666855333.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ირანი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ირანი , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოში „პროირანულ“ პოლიტიკასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხეს
16:39 29.06.2026 (განახლებულია: 17:16 29.06.2026) საქართველოს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან პრაგმატიზმის და ეროვნული ინტერესების დაცვით ვითარდება.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი საგარეო პოლიტიკას დამოუკიდებლად, საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აყალიბებენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა სომხეთში ირანის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი ოპოზიციის მხრიდან ირანთან კონტაქტების გამო ხელისუფლების კრიტიკის ფონზე გააკეთა.
„ეს აჩვენებს იმ განცხადებების აბსურდულობას, რომლებსაც შიდა რადიკალები აყოლილი არიან, მაგრამ რომლებიც მოდის ჯო უილსონის მსგავსი ადამიანებისგან, ხან პროირანულს, ხან პროჩინურს და ხან რა ტერმინს რომ გამოიყენებენ ხოლმე. ვხედავთ, რომ სხვა ქვეყნების შემთხვევაში, რომლებიც იმავე რეგიონში მდებარეობენ, იმავე ზომის, იმავე გეგმების თუ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ქვეყნები არიან, ამ შემთხვევაში რამე პრეტენზია არ გვესმის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის სრული ფარსი“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას გულისხმობს.
„სუვერენიტეტის ამოსავალი წერტილია, რომ საგარეო ურთიერთობები მან უნდა აწარმოოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამას აკეთებს სომხეთი, ამას აკეთებს აზერბაიჯანი. ყველა ქვეყანა ჩვენს რეგიონში და ამას აკეთებს საქართველო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო თავის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გარე ძალებთან არ შეათანხმებს და გეგმავს ყველა მეზობელთან ურთიერთობა ააგოს ეროვნული ინტერესებიდან და საკუთარი როლიდან გამომდინარე როგორც რეგიონში სტაბილურობის ფაქტორის.
ამ ფონზე საქართველო ირანთან პრაგმატულ კონტაქტებს ინარჩუნებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მანამდე მიულოცა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, მოჯთაბა ხამენეის ამ პოსტზე არჩევა.
ირანის ახალმა ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოჯანიმ, რომელიც მოვალეობის შესრულებას 2026 წლის მაისში შეუდგა, განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები მანამდე არსებულ დონეზე შენარჩუნდება.
საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კვლავ შეზღუდულია. 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქვეყნებს შორის საქონელბრუნვამ 1,9 მილიონი დოლარი შეადგინა. 2025 წელს მან 291 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გახდა.