https://sputnik-georgia.com/20260629/kobaxidzes-kazaxetis-saxelmwipo-jildo-gadaeca-299398910.html
მეგობრობის ორდენი პრემიერს: ირაკლი კობახიძეს ყაზახეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადაეცა
მეგობრობის ორდენი პრემიერს: ირაკლი კობახიძეს ყაზახეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადაეცა
Sputnik საქართველო
როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, აღნიშნული ჯილდო ორი ქვეყნის მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა. 29.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-29T20:56+0400
2026-06-29T20:56+0400
2026-06-29T20:56+0400
საქართველო
ყაზახეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295494914_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_593304e5b56093962275ac13de620524.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად, განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საპატიო ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე.მისი თქმით, აღნიშნული ჯილდო ორი ქვეყნის მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა.როგორც ტოკაევმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებაზე.„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობის, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას... დღეს ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, რომლის საფუძველზეც ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. ეს მართლაც ისტორიული მომენტია და დიდწილად სწორედ თქვენი აქტიური ლიდერობისა და პირადი ძალისხმევის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს", - განაცხადა ტოკაევმა.საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის პრეზიდენტმა ასტანის დამოუკიდებლობის სასახლეში უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის „პოზიტიური დინამიკა განიხილეს“ და აღნიშნეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.დღეს, საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კობახიძის ყაზახ კოლეგა ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.საქართველო და ყაზახეთისაქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ინიციატივით, 2021 წლის მარტში თბილისში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა, რომლის მიზანიც ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის, ტურიზმისა და კულტურული კავშირების განვითარების ხელშეწყობაა.გაერთიანების დამფუძნებლები არიან კომპანიები, რომლებიც შექმნილია და საქმიანობენ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით. უახლოეს მომავალში საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავენ.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/17/295494914_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_5fc4afdb66f8bc075717f8ba10314fd6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ყაზახეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
საქართველო, ყაზახეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
მეგობრობის ორდენი პრემიერს: ირაკლი კობახიძეს ყაზახეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადაეცა
როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, აღნიშნული ჯილდო ორი ქვეყნის მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად, განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საპატიო ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე.
„ბატონო კობახიძე, გამორჩეული ლიდერობისა და ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად, გადავწყვიტე გადმოგცეთ „მეგობრობის" პირველი ხარისხის ორდენი. დაე, ეს მაღალი სახელმწიფო ჯილდო იყოს ყაზახეთის ხალხის ღრმა პატივისცემის გამოხატულება ქართველი ხალხისადმი და თქვენდამი ჩემი პირადი დაფასების ნიშანი, ბატონო პრემიერ-მინისტრო", - აღნიშნა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
მისი თქმით, აღნიშნული ჯილდო ორი ქვეყნის მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა.
როგორც ტოკაევმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებაზე.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობის, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას... დღეს ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, რომლის საფუძველზეც ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. ეს მართლაც ისტორიული მომენტია და დიდწილად სწორედ თქვენი აქტიური ლიდერობისა და პირადი ძალისხმევის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს", - განაცხადა ტოკაევმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის პრეზიდენტმა ასტანის დამოუკიდებლობის სასახლეში უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის „პოზიტიური დინამიკა განიხილეს“ და აღნიშნეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
დღეს, საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კობახიძის ყაზახ კოლეგა ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ინიციატივით, 2021 წლის მარტში თბილისში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა, რომლის მიზანიც ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის, ტურიზმისა და კულტურული კავშირების განვითარების ხელშეწყობაა.
გაერთიანების დამფუძნებლები არიან კომპანიები, რომლებიც შექმნილია და საქმიანობენ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით. უახლოეს მომავალში საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავენ.