https://sputnik-georgia.com/20260629/cotne-ivanishvili-politikashi-chartvas-ar-vapireb-299400982.html
ცოტნე ივანიშვილი: პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს
ცოტნე ივანიშვილი: პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს
Sputnik საქართველო
ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთასთან კომუნიკაცია პოლიტიკურ აქტივობას არ ნიშნავს და ის უბრალოდ გულშემატკივრობს ახალგაზრდების პოზიტიურ... 29.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-29T22:52+0400
2026-06-29T22:52+0400
2026-06-29T22:52+0400
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270128439_0:299:1000:862_1920x0_80_0_0_e7995505c089ef1fb1d814374aead6b4.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ბევრჯერ დაისვა ეს საკითხი და გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა,აღნიშნული განცხადება მედიასთან ივანიშვილმა მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავს ღონისძიებებს მხოლოდ სტუმრის სტატუსით ესწრება.მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთასთან კომუნიკაცია პოლიტიკურ აქტივობას არ ნიშნავს და ის უბრალოდ გულშემატკივრობს ახალგაზრდების პოზიტიურ ინიციატივებს.ივანიშვილის განმარტებით, მისი ძირითადი ინტერესები დაკავშირებულია ფილოსოფიასა და ხელოვნების ისტორიასთან და აკადემიურ დონეზე სწორედ ამ მიმართულებებს იკვლევს. ამასთან, დასძინა, რომ დიდი ხანია აქტიურად ხატავს, თუმცა, საკუთარი შემოქმედების გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.ცოტნე ივანიშვილმა უპასუხა ჟურნალისტების მხრიდან ევროკავშირთან დაკავშირებულ კითხვასაც და განაცხადა, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზანი ევროკავშირში ინტეგრაცია უნდა იყოს და ეს პროცესი ქვეყნის ეროვნული იდენტობისა და ტრადიციების დაცვით უნდა წარიმართოს.ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლარიზაციიდან ერთადერთი გამოსავალი ჯანსაღი დებატები და დიალოგია. მისი აზრით, საზოგადოებამ არ უნდა აირჩიოს ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც „სხვის მიერ არიან ნაქირავები".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270128439_0:206:1000:956_1920x0_80_0_0_2f6a4f60c211edcd6ef5c532d15383f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
ცოტნე ივანიშვილი: პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს
ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთასთან კომუნიკაცია პოლიტიკურ აქტივობას არ ნიშნავს და ის უბრალოდ გულშემატკივრობს ახალგაზრდების პოზიტიურ ინიციატივებს.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ბევრჯერ დაისვა ეს საკითხი და გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა,
აღნიშნული განცხადება მედიასთან ივანიშვილმა მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავს ღონისძიებებს მხოლოდ სტუმრის სტატუსით ესწრება.
„საკმაოდ გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის. ვცდილობ ბევრი ვიშრომო, თუმცა ამ ეტაპზე არაფერს ვასაჯაროებ, ეს იქნება ტექნიკურად თუ კონცეპტუალურად, მინდა უკეთ განვავითარო", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთასთან კომუნიკაცია პოლიტიკურ აქტივობას არ ნიშნავს და ის უბრალოდ გულშემატკივრობს ახალგაზრდების პოზიტიურ ინიციატივებს.
ივანიშვილის განმარტებით, მისი ძირითადი ინტერესები დაკავშირებულია ფილოსოფიასა და ხელოვნების ისტორიასთან და აკადემიურ დონეზე სწორედ ამ მიმართულებებს იკვლევს. ამასთან, დასძინა, რომ დიდი ხანია აქტიურად ხატავს, თუმცა, საკუთარი შემოქმედების გასაჯაროებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.
ცოტნე ივანიშვილმა უპასუხა ჟურნალისტების მხრიდან ევროკავშირთან დაკავშირებულ კითხვასაც და განაცხადა, რომ საქართველოს სტრატეგიული მიზანი ევროკავშირში ინტეგრაცია უნდა იყოს და ეს პროცესი ქვეყნის ეროვნული იდენტობისა და ტრადიციების დაცვით უნდა წარიმართოს.
„რა თქმა უნდა, საქართველო ევროკავშირისკენ უნდა ისწრაფოდეს, იმ ღირებულებებისკენ, რაც ევროპის დეფინიციას მივაბათ, რომელიც არის ქრისტიანული მორალი, ადამიანის უფლებები და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას უნდა აკეთებდეს ქართული ადათ-წესების, ტრადიციების და ღირსების შენარჩუნებით და არა მის ხარჯზე. ჩემი პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს ევროპისკენ სვლა ჩვენი ღირებულებების ხარჯზე, არამედ იმ ღირებულებებით, რომელზეც ევროკავშირი დგას და აშენდა“, - აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.
ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლარიზაციიდან ერთადერთი გამოსავალი ჯანსაღი დებატები და დიალოგია. მისი აზრით, საზოგადოებამ არ უნდა აირჩიოს ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც „სხვის მიერ არიან ნაქირავები".