https://sputnik-georgia.com/20260628/shio-mesamem-abiturientebi-daloca-299382270.html
შიო მესამე აბიტურიენტებს: ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს
შიო მესამე აბიტურიენტებს: ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს
Sputnik საქართველო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძატში აბიტურიენტებთან ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 28.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-28T20:47+0400
2026-06-28T20:47+0400
2026-06-28T20:47+0400
საქართველო
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/0e/298637802_0:21:800:471_1920x0_80_0_0_28c5b6e1f3e3daff6c7d271ecb8a9dcc.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები დალოცა და ეროვნულ გამოცდებზე წარმატება უსურვა. „ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ და მოხვედრილიყავით უმაღლეს სასწავლებლებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს“,- განაცხადა უწმინდესმა და უნეტარასემა. როგორც პარტიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, წლევანდელი აბიტურიენტების ჩაბარების წელი დაემთხვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. „ამასთან დაკავშირებით თქვენ ლოცვა-კურთხევის სახით დაგირიგდებათ სპეციალური საიუბილეო ჯვრები“, - განაცხადა შიო მესამემ. მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის გამოცდებისთვის სულ 82 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. მათ შორის: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 29 ათასზე მეტი აპლიკანტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში ხულოსა და ამბროლაურში. აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/0e/298637802_24:0:680:492_1920x0_80_0_0_36ccfa998a13a04e03e3e76e04f81fb7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო iii, საზოგადოება, ახალი ამბები
შიო მესამე აბიტურიენტებს: ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძატში აბიტურიენტებთან ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები დალოცა და ეროვნულ გამოცდებზე წარმატება უსურვა.
„ჩვენო ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში, წარმატებით ჩაგებარებინოთ და მოხვედრილიყავით უმაღლეს სასწავლებლებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს“,- განაცხადა უწმინდესმა და უნეტარასემა.
როგორც პარტიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, წლევანდელი აბიტურიენტების ჩაბარების წელი დაემთხვა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს.
„ამასთან დაკავშირებით თქვენ ლოცვა-კურთხევის სახით დაგირიგდებათ სპეციალური საიუბილეო ჯვრები“, - განაცხადა შიო მესამემ.
მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის გამოცდებისთვის სულ 82 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. მათ შორის: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 29 ათასზე მეტი აპლიკანტი.
წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში ხულოსა და ამბროლაურში.
აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.