https://sputnik-georgia.com/20260628/shio-mesame-abiturientebs-dalocavs-299380116.html
სამების საკათედრო ტაძარში შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს
სამების საკათედრო ტაძარში შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. 28.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-28T12:53+0400
2026-06-28T12:53+0400
2026-06-28T12:53+0400
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298699596_0:220:2048:1372_1920x0_80_0_0_e988551a9e358304717344b6e01b5fe1.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში დღეს აბიტურიენტებს დალოცავს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება.გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის გამოცდებისთვის სულ 82 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. მათ შორის: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 29 ათასზე მეტი აპლიკანტი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში ხულოსა და ამბროლაურში. აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/12/298699596_0:28:2048:1564_1920x0_80_0_0_1cf9fe5429ce0b961c5ba9b3e9c1d116.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, საზოგადოება, ახალი ამბები
სამების საკათედრო ტაძარში შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს
მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში დღეს აბიტურიენტებს დალოცავს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის გამოცდებისთვის სულ 82 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. მათ შორის: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 29 ათასზე მეტი აპლიკანტი.
წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში ხულოსა და ამბროლაურში.
აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.