საქართველოში ახალი სასოფლო-სამეურნეო პროგრამა ამოქმედდება

© FB / Sergo Edisherashviliცხვრის ფარა
ცხვრის ფარა - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2026
გამოწერა
სახელმწიფო პროგრამის მიზანია აგროსამრეწველო სექტორში თანამედროვე, ეფექტური და კლიმატთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვა
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს სოფლის განვითარების სააგენტო 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ახალი „სოფლის მეურნეობის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებას დაიწყებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ახალი პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის შემუშავდა, წარმოადგენს მხარდაჭერის ერთიან მექანიზმს, რომელიც მოიცავს როგორც პირველად წარმოებას, ისე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვასა და გადამუშავებას.
სახელმწიფო პროგრამის მიზანია აგროსამრეწველო სექტორში თანამედროვე, ეფექტური და კლიმატთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვა, რაც არსებითად შეუწყობს ხელს წარმოების ზრდას, პროდუქციის ხარისხის ამაღლებასა და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
სახელმწიფო პროგრამა დააფინანსებს მრავალწლოვანი კულტურების მოშენებას, სათბურების შექმნას, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის მეურნეობების მოწყობასა და განვითარებას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მეფუტკრეობის, აკვაკულტურის მეურნეობების შექმნისა და ფერმერული მეურნეობის ხელშეწყობას
სახელმწიფო პროგრამა დააფინანსებს მრავალწლოვანი კულტურების მოშენებას, სათბურების შექმნას, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის მეურნეობების მოწყობასა და განვითარებას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს მეფუტკრეობის, აკვაკულტურის მეურნეობების შექმნისა და ფერმერული მეურნეობის ხელშეწყობას.
მეწარმეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებით, შეღავათიანი აგროკრედიტით, ასევე სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა სასაკლაოების შექმნისა თუ მოდერნიზაციის მხარდაჭერის მექანიზმებით.
ყველა ახალი ამბავი
0