https://sputnik-georgia.com/20260628/rusetis-armiam-ori-dasaxlebuli-punqti-gaatavisupla-299382120.html
რუსეთის არმიამ ორი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა
რუსეთის არმიამ ორი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა
Sputnik საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 490 ადამიანი შეადგინა. 28.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-28T21:27+0400
2026-06-28T21:27+0400
2026-06-28T21:27+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
ახალი ამბები
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/06/290768751_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_d0e262a7fd6683c9076736e13cda435f.jpg
თბილისი, 28 иივნისი – Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ორი დასახლებული პუნქტის – დნეპროპეტროვსკის ოლქში პისანცისა და ზაპოროჟიეს ოლქში ნოვოსელოვკას გათავისუფლების შესახებ განცხადება გაავრცელა.გავრცელებული ინფორმაციით, დასახლებული პუნქტის დაკავება დაჯგუფება „ვოსტოკის“ ქვედანაყოფებს საშუალებას აძლევს გააძლიერონ ზეწოლა მოწინააღმდეგეზე და შექმნან პირობები ზაპოროჟიეს ოლქში შემდგომი წინსვლისთვის.გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დააზუსტეს, რომ „ვოსტოკის“ ძალებმა დარტყმები მიაყენეს მოწინააღმდეგის ფორმირებებს დნეპროპეტროვსკის ოლქის დასახლებული პუნქტების – პოდგავრილოვკას, კრივობოკოვოს, რომანკის, შიროკოესა და ველიკომიხაილოვკას, ასევე ზაპოროჟიეს ოლქის მალინოვკას, ვასინოვკასა და ლიუბიცკოეს რაიონებში.საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ოცეულზე მეტი, ექვსი ჯავშანტექნიკა, 12 ავტომობილი, ათზე მეტი მიწისზედა რობოტიზებული კომპლექსი და 23 ერთეული ჰექსაკოპტერი.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 490 ადამიანი შეადგინა.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/06/290768751_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_bd68c13e9e929869be4c0e7f220034b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , ახალი ამბები, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთის არმიამ ორი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა
უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 490 ადამიანი შეადგინა.
თბილისი, 28 иივნისი – Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ორი დასახლებული პუნქტის – დნეპროპეტროვსკის ოლქში პისანცისა და ზაპოროჟიეს ოლქში ნოვოსელოვკას გათავისუფლების შესახებ განცხადება გაავრცელა.
„სამხედრო დაჯგუფება „ვოსტოკის“ (აღმოსავლეთი) ქვედანაყოფებმა შეძლეს წინ წაწევა მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში და გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტები პისანცი და ნოვოსელოვკა“, – განაცხადეს უწყებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დასახლებული პუნქტის დაკავება დაჯგუფება „ვოსტოკის“ ქვედანაყოფებს საშუალებას აძლევს გააძლიერონ ზეწოლა მოწინააღმდეგეზე და შექმნან პირობები ზაპოროჟიეს ოლქში შემდგომი წინსვლისთვის.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დააზუსტეს, რომ „ვოსტოკის“ ძალებმა დარტყმები მიაყენეს მოწინააღმდეგის ფორმირებებს დნეპროპეტროვსკის ოლქის დასახლებული პუნქტების – პოდგავრილოვკას, კრივობოკოვოს, რომანკის, შიროკოესა და ველიკომიხაილოვკას, ასევე ზაპოროჟიეს ოლქის მალინოვკას, ვასინოვკასა და ლიუბიცკოეს რაიონებში.
საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ოცეულზე მეტი, ექვსი ჯავშანტექნიკა, 12 ავტომობილი, ათზე მეტი მიწისზედა რობოტიზებული კომპლექსი და 23 ერთეული ჰექსაკოპტერი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 490 ადამიანი შეადგინა.