https://sputnik-georgia.com/20260628/ragbis-nakrebi-uelstan-damarcxda-299377918.html
რაგბი: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უელსთან დამარცხდა
რაგბი: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უელსთან დამარცხდა
Sputnik საქართველო
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 ივლისს 20-წლამდელთა შორის მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გამართავს 28.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-28T10:55+0400
2026-06-28T10:55+0400
2026-06-28T10:55+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292519254_0:99:1896:1166_1920x0_80_0_0_daa152c8a56f2254d162a3f8be30f261.jpg
თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის პირველი მატჩი უელსის ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 24:25 დამარცხდა.შეხვედრა თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა.მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო, მათ 16 წუთში ორი ლელო დადეს. ქართველმა მორაგბეებმა თამაში თანდათან გაათანაბრეს და მიხეილ შიოშვილმა სხვაობა შეამცირა, რამდენიმე წუთში უელსელებმა ჯარიმა გაიტანეს, რასაც შიოშვილის კიდევ ერთი ლელო მოჰყვა, ნიკოლოზ ხალვაშმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა – პირველი ტაიმი სტუმრებმა 15:12 მოიგეს.მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებისთვის კარგად დაიწყო – უელსელები კაცნაკლულნი დარჩნენ (არბიტრმა მათი მორაგბე 10 წუთით გააძევა), რასაც მალევე გაბრიელ რაზმაძის ლელო მოჰყვა და საქართველოს ნაკრები 17:15 დაწინაურდა.რიცხვობრივი უმცირესობის მიუხედავად, უელსელებმა თამაში აქტიურად განაგრძეს და მალე მოახერხეს ლელოს დადება, რასაც ერთი ზუსტი საჯარიმო დარტმაც მიაყოლეს და კვლავ წინ გავიდნენ – 25:17.ბოლო წუთებში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, მეოთხე ლელოც დადო, მაგრამ დარჩენილ დროში თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო, თუმცა, ორი ბონუს-ქულა მოიპოვა.მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 ივლისს 20-წლამდელთა შორის მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გამართავს – შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292519254_106:0:1790:1263_1920x0_80_0_0_ea305377f340520d60b8dcc0a6417c7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რაგბი: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უელსთან დამარცხდა
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 ივლისს 20-წლამდელთა შორის მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გამართავს
თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის პირველი მატჩი უელსის ნაკრებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 24:25 დამარცხდა.
შეხვედრა თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა.
მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო, მათ 16 წუთში ორი ლელო დადეს. ქართველმა მორაგბეებმა თამაში თანდათან გაათანაბრეს და მიხეილ შიოშვილმა სხვაობა შეამცირა, რამდენიმე წუთში უელსელებმა ჯარიმა გაიტანეს, რასაც შიოშვილის კიდევ ერთი ლელო მოჰყვა, ნიკოლოზ ხალვაშმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა – პირველი ტაიმი სტუმრებმა 15:12 მოიგეს.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებისთვის კარგად დაიწყო – უელსელები კაცნაკლულნი დარჩნენ (არბიტრმა მათი მორაგბე 10 წუთით გააძევა), რასაც მალევე გაბრიელ რაზმაძის ლელო მოჰყვა და საქართველოს ნაკრები 17:15 დაწინაურდა.
რიცხვობრივი უმცირესობის მიუხედავად, უელსელებმა თამაში აქტიურად განაგრძეს და მალე მოახერხეს ლელოს დადება, რასაც ერთი ზუსტი საჯარიმო დარტმაც მიაყოლეს და კვლავ წინ გავიდნენ – 25:17.
ბოლო წუთებში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, მეოთხე ლელოც დადო, მაგრამ დარჩენილ დროში თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო, თუმცა, ორი ბონუს-ქულა მოიპოვა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 ივლისს 20-წლამდელთა შორის მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გამართავს – შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება.