ისტორიული მომენტი: მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალის ყველა წყვილი ცნობილია

© AP Photo / Ariel Schalit
გამოწერა
დღეიდან, 28 ივნისიდან ქართველი გულშემატკივარი ჩემპიონატის ყველაზე დაძაბული — პლეი-ოფის ეტაპის ყველა შეხვედრის დიდ ეკრანზე ყურებას შეძლებს. მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალებიდან ფინალის ჩათვლით, ყველა მატჩს რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე აჩვენებენ.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ტურნირის ისტორიაში პირველად 1/16 ფინალური ეტაპის ოფიციალურად დაკომპლექტდა. ვინაიდან წელს მუნდიალზე მონაწილეთა რაოდენობა 48 გუნდამდე გაიზარდა, პლეი-ოფი სწორედ ამ რაუნდიდან იწყება.
ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყო და 19 ივლისამდე გასტანს. ჩემპიონატს ისტორიაში პირველად ერთობლივად სამი ქვეყანა — აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობს - მატჩები 16 სხვადასხვა ქალაქში ტარდება.
დღეიდან, 28 ივნისიდან ქართველი გულშემატკივარი ჩემპიონატის ყველაზე დაძაბული — პლეი-ოფის ეტაპის ყველა შეხვედრის დიდ ეკრანზე ყურებას შეძლებს. მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალებიდან ფინალის ჩათვლით, ყველა მატჩს რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე აჩვენებენ.
პლეი-ოფის 1/16 ფინალის სრული განრიგი
28 ივნისი
23:00 ს. აფრიკა-კანადა
29 ივნისი
21:00 ბრაზილია-იაპონია
30 ივნისი
00:30 გერმანია-პარაგვაი
05:00 ნიდერლანდები-მაროკო
21:00 კოტ დ’ივუარი-ნორვეგია
1 ივლისი
01:00 საფრანგეთი-შვედეთი
05:00 მექსიკა-ეკვადორი
20:00 ინგლისი-კონგოს დრ
2 ივლისი
00:00 ბელგია-სენეგალი
04:00 აშშ-ბოსნია
23:00 ესპანეთი-ავსტრია
3 ივლისი
03:00 პორტუგალია-ხოტვატია
07:00 შვეიცარია-ალჟირი
22:00 ავსტრალია-ეგვიპტე
4 ივლისი
02:00 არგენტინა-კაბო ვერდე
05:30 კოლუმბია-განა.
ეს არის პირველი ჩემპიონატი, სადაც მონაწილეთა რაოდენობა 32-დან 48 ნაკრებამდე გაიზარდა. გუნდები გადანაწილებული არიან 12 ჯგუფში (თითოეულში 4 გუნდი). ტურნირის ფარგლებში ჯამში 104 შეხვედრა გაიმართება (ნაცვლად ძველი 64 მატჩისა).
ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ხვალ მექსიკაში, ლეგენდარულ „აცტეკას“ სტადიონზე გაიმართება - მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა კი 19 ივლისს ნიუ-იორკში (ნიუ-ჯერსი) გაიმართება.