https://sputnik-georgia.com/20260628/gaprindashvili-nikolazis-saxelbis-jildoti-daajildoves-299379973.html
ნონა გაფრინდაშვილი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა
ნონა გაფრინდაშვილი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა
Sputnik საქართველო
მისი კარიერული მიღწევებისთვის ნონა დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ორდენებით, როგორებიცაა: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ღირსების ორდენი, ვახტანგ... 28.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-28T12:20+0400
2026-06-28T12:20+0400
2026-06-28T12:20+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252380762_0:21:1600:921_1920x0_80_0_0_226c1dcfd0de5ba4b35ca7d7c8980a4e.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის საიუბილეო საღამოს დაესწრო. საიუბილეო საღამო რუსთაველის ეროვნულ თეატრში საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.საქართველოსა და ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი შეუფასებელი წვლილისთვის, სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ლეგენდარული მოჭადრაკე გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა - ნონა გაფრინდაშვილი ამ ჯილდოს ისტორიაში პირველი მფლობელი გახდა.გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდო არის საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაარსებული ყველაზე პრესტიჟული სახელმწიფო ჯილდო სპორტის სფეროში - ჯილდო გადაეცემათ ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ქართული სპორტის განვითარებასა და მსოფლიო ასპარეზზე ქვეყნის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული, შეუფასებელი წვლილისთვის.ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ნონა გაფრინდაშვილი არის ქალთა შორის ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (ტიტულს 16 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა) და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული. იგი იყო პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1982 წელს გახდა „საჭადრაკო ოსკარის“ პირველი მფლობელი.1997 წელს ფიდემ მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასი დააწესა, რომელიც გადაეცემა საჭადრაკო ოლიმპიადებზე საუკეთესო ქვეყანას მამაკაცთა და ქალთა გუნდების საუკეთესო ჯამური შედეგისთვის. ნონა დასახელებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად.მისი კარიერული მიღწევებისთვის ნონა დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ორდენებით, როგორებიცაა: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ღირსების ორდენი, ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენი, თამარ მეფის ორდენი. 1996 წელს მას მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252380762_147:0:1570:1067_1920x0_80_0_0_33ab8483ff14448d559eb290b15a784c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ნონა გაფრინდაშვილი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა
მისი კარიერული მიღწევებისთვის ნონა დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ორდენებით, როგორებიცაა: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ღირსების ორდენი, ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენი, თამარ მეფის ორდენი
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის საიუბილეო საღამოს დაესწრო.
საიუბილეო საღამო რუსთაველის ეროვნულ თეატრში საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
საქართველოსა და ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი შეუფასებელი წვლილისთვის, სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ლეგენდარული მოჭადრაკე გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა - ნონა გაფრინდაშვილი ამ ჯილდოს ისტორიაში პირველი მფლობელი გახდა.
გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდო არის საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაარსებული ყველაზე პრესტიჟული სახელმწიფო ჯილდო სპორტის სფეროში - ჯილდო გადაეცემათ ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ქართული სპორტის განვითარებასა და მსოფლიო ასპარეზზე ქვეყნის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული, შეუფასებელი წვლილისთვის.
ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ნონა გაფრინდაშვილი არის ქალთა შორის ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (ტიტულს 16 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა) და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული. იგი იყო პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1982 წელს გახდა „საჭადრაკო ოსკარის“ პირველი მფლობელი.
1997 წელს ფიდემ მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასი დააწესა, რომელიც გადაეცემა საჭადრაკო ოლიმპიადებზე საუკეთესო ქვეყანას მამაკაცთა და ქალთა გუნდების საუკეთესო ჯამური შედეგისთვის. ნონა დასახელებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად.
მისი კარიერული მიღწევებისთვის ნონა დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ორდენებით, როგორებიცაა: ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ღირსების ორდენი, ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენი, თამარ მეფის ორდენი. 1996 წელს მას მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.