https://sputnik-georgia.com/20260627/ukrainam-da-rusetma-tyveebi-gacvales-299373046.html
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს
Sputnik საქართველო
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბელარუსი ასეთი პროცესებისთვის უსაფრთხო ჰუმანიტარულ არხებსა და დერეფნებს უზრუნველყოფს. 27.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-27T20:31+0400
2026-06-27T20:31+0400
2026-06-27T20:31+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/1b/299371263_0:133:2560:1573_1920x0_80_0_0_4c1b9d80e433ba10dfffb70af7f49a69.jpg
თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. ბელარუს-უკრაინის საზღვარზე, ნოვაია გუტას საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მორიგი ჰუმანიტარული გაცვლა მიმდინარეობს - უკრაინიდან რუსეთში შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე ბრუნდება, ამდენივე პირი უკრაინაში ბრუნდება, იუწყება Sputnik-ბელარუსი BelTA-ზე დაყრდნობით.როგორც აღინიშნა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბელარუსი ასეთი პროცესებისთვის უსაფრთხო ჰუმანიტარულ არხებსა და დერეფნებს უზრუნველყოფს. რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისრის, იანა ლანტრატოვას თქმით, სამშობლოში ბრუნდებიან კურსის ოლქის მცხოვრებნი, რომლებიც ტყვედ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის დროს აიყვანეს.„დღეს სახლში კურსკის რეგიონის მაცხოვრებლები ბრუნდებიან. ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის დროს ტყვედ ჩავარდნენ. შვიდი ადამიანი უკრაინაში გაემგზავრება“, - დაწერა ლანტრატოვამ თავის არხზე MAX-ზე.ერთი დღით ადრე, იანა ლანტრატოვამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის ომბუდსმენს, დმიტრო ლუბინეცს შეხვდება. ასევე მან დააანონსა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული აქცია, რომელიც დღეს ბელარუსის საზღვარზე მიმდინარეობს.გარდა ამისა, ერთი დღით ადრე, 26 ივნისს, რუსეთმა და უკრაინამ განახორციელეს სამხედრო ტყვეების გაცვლა - 160/160 ადამიანი ორივე მხრიდან.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/1b/299371263_143:0:2418:1706_1920x0_80_0_0_b9d2d265e4ae2197222feba01f3467be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბელარუსი ასეთი პროცესებისთვის უსაფრთხო ჰუმანიტარულ არხებსა და დერეფნებს უზრუნველყოფს.
თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. ბელარუს-უკრაინის საზღვარზე, ნოვაია გუტას საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მორიგი ჰუმანიტარული გაცვლა მიმდინარეობს - უკრაინიდან რუსეთში შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე ბრუნდება, ამდენივე პირი უკრაინაში ბრუნდება, იუწყება Sputnik-ბელარუსი BelTA-ზე დაყრდნობით.
როგორც აღინიშნა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბელარუსი ასეთი პროცესებისთვის უსაფრთხო ჰუმანიტარულ არხებსა და დერეფნებს უზრუნველყოფს. რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისრის, იანა ლანტრატოვას თქმით, სამშობლოში ბრუნდებიან კურსის ოლქის მცხოვრებნი, რომლებიც ტყვედ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის დროს აიყვანეს.
„დღეს სახლში კურსკის რეგიონის მაცხოვრებლები ბრუნდებიან. ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის დროს ტყვედ ჩავარდნენ. შვიდი ადამიანი უკრაინაში გაემგზავრება“, - დაწერა ლანტრატოვამ თავის არხზე MAX-ზე.
ერთი დღით ადრე, იანა ლანტრატოვამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის ომბუდსმენს, დმიტრო ლუბინეცს შეხვდება. ასევე მან დააანონსა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული აქცია, რომელიც დღეს ბელარუსის საზღვარზე მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ერთი დღით ადრე, 26 ივნისს, რუსეთმა და უკრაინამ განახორციელეს სამხედრო ტყვეების გაცვლა - 160/160 ადამიანი ორივე მხრიდან.