https://sputnik-georgia.com/20260627/saxelmwifo-usafrtxoebis-samsaxuris-ufrosi-geka-gelaze-somxetsi-imyofeba-299371982.html
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გელა გელაძე სომხეთში იმყოფება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გელა გელაძე სომხეთში იმყოფება
Sputnik საქართველო
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გელაძემ სომხეთის მაღალჩინოსნებთან გამართა შეხვედრები. 27.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-27T18:38+0400
2026-06-27T18:38+0400
2026-06-27T18:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/1b/299369338_0:101:2048:1253_1920x0_80_0_0_9ffa26bc6345757f643bac700659eb12.jpg
თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გელა გელაძე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ვიზიტის ფარგლებში, გელა გელაძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან, ანდრანიკ სიმონიანთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და არსებული გამოწვევები. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. სუს-ის უფროსი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს. უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. გელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეისათვის მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, რეგიონის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების შესაბამის სამსახურებს შორის მჭიდრო პარტნიორობას; მხარეებმა აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა დაადასტურეს. გარდა ამისა, გელა გელაძე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ ანდრანიკ სიმონიანთან ერთად საზღვრის დაცვის სამსახურს ეწვია და სპეციალური ძალების სადემონსტრაციო ჩვენებას დაესწრო. სადემონსტრაციო წვრთნების შემდეგ, ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა სპეციალური ძალების ჯავშანტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. ღონისძიების დასასრულს, გელა გელაძემ და ანდრანიკ სიმონიანმა დაღუპული მესაზღვრეების მემორიალი გვირგვინით შეამკეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო პარტნიორობას. საქართველო და სომხეთი საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. 2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ. 2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/1b/299369338_122:0:1927:1354_1920x0_80_0_0_ee0b698cce163299c9286b2cf520966f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კავკასია
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, კავკასია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გელა გელაძე სომხეთში იმყოფება
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გელაძემ სომხეთის მაღალჩინოსნებთან გამართა შეხვედრები.
თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გელა გელაძე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიზიტის ფარგლებში, გელა გელაძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან, ანდრანიკ სიმონიანთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და არსებული გამოწვევები. ხაზი გაესვა გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
სუს-ის უფროსი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს, ქრისტინე გრიგორიანს. უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. გელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეისათვის მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, რეგიონის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების შესაბამის სამსახურებს შორის მჭიდრო პარტნიორობას; მხარეებმა აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა დაადასტურეს.
გარდა ამისა, გელა გელაძე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ ანდრანიკ სიმონიანთან ერთად საზღვრის დაცვის სამსახურს ეწვია და სპეციალური ძალების სადემონსტრაციო ჩვენებას დაესწრო.
სადემონსტრაციო წვრთნების შემდეგ, ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა სპეციალური ძალების ჯავშანტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. ღონისძიების დასასრულს, გელა გელაძემ და ანდრანიკ სიმონიანმა დაღუპული მესაზღვრეების მემორიალი გვირგვინით შეამკეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანსაც შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო პარტნიორობას.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.