საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დუბროვნიკის ფორუმში მონაწილეობს

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2026
გამოწერა
ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვდება როგორც კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა ხორვატიაში მიმდინარე დუბროვნიკის ფორუმზე, სადაც მსოფლიოს ფრაგმენტულ გლობალურ წესრიგზე გადასვლა განიხილება.
დუბროვნიკის ფორუმი (Dubrovnik Forum) – არის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ხორვატიაში, რომელიც ევროპის მასშტაბით მაღალი დონის პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და ექსპერტების შეხვედრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს. ფორუმზე განიხილება გლობალური და რეგიონული პოლიტიკის აქტუალური საკითხები, უსაფრთხოების გამოწვევები, ეკონომიკური კავშირები და ინტეგრაციის პროცესები
„დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა. ევროპაში ეს არის ერთ-ერთი კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან მაღალი დონის წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა სახელმწიფოებიდან და განიხილავენ საერთაშორისო ურთიერთობების, საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ასპექტებს“, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ფორუმში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ეს კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად, აღნიშნა მან.
„წელს ამ ფორუმის განხილვის მთავარი თემაა რეგიონული თანამშრომლობები, მულტი ვექტორული დიპლომატია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვექნება საუბარი სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს როლზე რეგიონში, ფართო რეგიონში, დაკავშირებადების კონტექსტში, ზოგადად, საერთაშორისო პარტნიორობების და თანამშრომლობების განვითარების კონტექსტში“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ფორუმის ფარგლებში ის შეხვდება როგორც კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.
„უკვე შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივანს. იცით, რომ საქართველოს აქვს წარდგენილი საკუთარი კანდიდატურა მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარის პოსტზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ეუთო-ს ყველა წევრ სახელმწიფოსთან კონსულტაციები და მუშაობა, რომ საქართველოს ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
წლევანდელი ფორუმი ტარდება სახელწოდებით — „მულტიპოლარობის ეპოქა: ბევრი მიმართულება, ერთი მომავალი“. ორგანიზატორი ხორვატიის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა სამინისტროა. 2026 წელს დისკუსიები ფოკუსირებულია სხვადასხვა თემებზე, მათ შორის გლობალურ კონკურენციაზე, მიწოდების ახალ მარშრუტებზე და ხელოვნური ინტელექტის როლზე.
წლევანდელი სესიის მთავარ მონაწილეებს შორის არიან ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე, ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუ.
ყველა ახალი ამბავი
0