https://sputnik-georgia.com/20260627/gardaicvala-ansambl-oreras-xelmzrvaneli-geno-nadirasvili-299372470.html
გარდაიცვალა ანსამბლ „ორერას“ ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი
გარდაიცვალა ანსამბლ „ორერას“ ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი
Sputnik საქართველო
გენო ნადირაშვილი ანსამბლის „ოქროს“ შემადგენლობის წევრი გახდა - ვახტანგ კიკაბიძესთან და ნანი ბრეგვაძესთან ერთად 27.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-27T14:50+0400
2026-06-27T14:50+0400
2026-06-27T14:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23842/17/238421795_0:0:2839:1597_1920x0_80_0_0_b91ba06937b2889301f7c98e353b5320.jpg
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. 89 წლის ასაკში ლეგენდარული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი გარდაიცვალა.ნადირაშვილი დაიბადა თბილისში 1937 წლის 29 ივნისს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კონტრაბასის სპეციალობით. 1964 წელს შეუერთდა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას“ ვახტანგ კიკაბიძესთან და ნანი ბრეგვაძესთან ერთად და მისი „ოქროს“ შემადგენლობის წევრი გახდა.მუსიკოსს ქართული კულტურისა და ესტრადის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის არაერთი საპატიო წოდება და ჯილდო ჰქონდა მიღებული. მის დამსახურებას უკავშირდება ისიც, რომ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) წინ ანსამბლ „ორერას“ ვარსკვლავია გახსნილი.ანსამბლი „ორერა“ 1958 წელს დაარსდა და ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. კოლექტივი ათწლეულების განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და ქართული ესტრადის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23842/17/238421795_22:0:2751:2047_1920x0_80_0_0_303b7a29b23bbeb3742254afb86cddbe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში
გარდაიცვალა ანსამბლ „ორერას“ ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი
გენო ნადირაშვილი ანსამბლის „ოქროს“ შემადგენლობის წევრი გახდა - ვახტანგ კიკაბიძესთან და ნანი ბრეგვაძესთან ერთად
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. 89 წლის ასაკში ლეგენდარული ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი გარდაიცვალა.
ნადირაშვილი დაიბადა თბილისში 1937 წლის 29 ივნისს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კონტრაბასის სპეციალობით. 1964 წელს შეუერთდა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას“ ვახტანგ კიკაბიძესთან და ნანი ბრეგვაძესთან ერთად და მისი „ოქროს“ შემადგენლობის წევრი გახდა.
მუსიკოსს ქართული კულტურისა და ესტრადის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის არაერთი საპატიო წოდება და ჯილდო ჰქონდა მიღებული. მის დამსახურებას უკავშირდება ისიც, რომ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) წინ ანსამბლ „ორერას“ ვარსკვლავია გახსნილი.
ანსამბლი „ორერა“ 1958 წელს დაარსდა და ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. კოლექტივი ათწლეულების განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და ქართული ესტრადის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.