https://sputnik-georgia.com/20260627/deputatebis-cxubi-parlamentsi-pirveli-reaqciebi-299371643.html
დეპუტატების მასობრივი ჩხუბი საქართველოს პარლამენტში - პირველი რეაქციები
დეპუტატების მასობრივი ჩხუბი საქართველოს პარლამენტში - პირველი რეაქციები
Sputnik საქართველო
როგორც მოსალოდნელი იყო, კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს ძალადობაში ადანაშაულებენ. 27.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-27T15:06+0400
2026-06-27T15:06+0400
2026-06-27T15:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:240:3001:1928_1920x0_80_0_0_aa7e5135c148d3afc35d6410a8af985a.jpg
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. მმართველი ძალა „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატები ერთმანეთს ადანაშაულებენ მასობრივ ჩხუბში, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლის დროს მოხდა.ჩხუბი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციონერმა გიორგი შარაშიძემ ტრიბუნიდან გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც მოხსენებით გამოდიოდა. შეხლა-შემოხლა მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაიწყეს. სიტუაციის გამწვავების გამო გამოსვლა შეწყდა.თავდაპირველად ჩხუბი „საქართველოსთვის“ დეპუტატს გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატს ირაკლი ხელაძეს შორის მოხდა.ამის შემდეგ ჩხუბში ჩაერთვნენ მმართველი პარტიის სხვა დეპუტატები: სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, თავისუფალი სტილით ყოფილი მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, ასევე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს. სერიოზული შეურაცხყოფები იყო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ყველაფერი ოპოზიციონერებს დააბრალა.„აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც შეხედეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე. გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ეს არის მათი სამარცხვინო სახე. თუმცა აქ რთულია რაიმე შეცვალო, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება და არც პატრიოტიზმი, რთულია, სხვანაირად იმოქმედო“, - განაცხადა კობახიძემ.პარტიაში „საქართველოსთვის“ მომხდარში მმართველი პარტიის დეპუტატებს ადანაშაულებენ.„ეს არის ირაკლი კობახიძის განაჩენი, რადგან საბოლოოდ მიეკერა მას მოძალადე პრემიერის იარლიყი. ამდენი ხანი ითმინეს და ქმნიდნენ ბუტაფორიას, თითქოს ძალადობას ებრძოდნენ, დღეს საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ძალადობის წამხალისებლები არიან“, - განაცხადა პარტიის დეპუტატმა ვიკა ფილფანმა.პარტიის სხვა წევრმა, ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომ ძალადობაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს.„ქართულ ოცნებას“ არავისთან არაფრის გადატვირთვის არც უნარები გააჩნია და არც კომპეტენცია. საკუთარ მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. სიმართლეს ძალადობით უპირისპირდება. ნამდვილად არ აქვს რესურსი ამ ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებად იწოდებოდეს და მართავდეს ამ ქვეყანას. ფაქტი ერთია, რომ ეს ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული“, - განაცხადა სიჭინავამ.ამ მომენტისთვის პარლამენტი საზაფხულო არდადეგებზე გავიდა და მუშაობას მხოლოდ სექტემბერში განაახლებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:0:2571:1928_1920x0_80_0_0_8ecc22e446622fbabe91dca406213793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
დეპუტატების მასობრივი ჩხუბი საქართველოს პარლამენტში - პირველი რეაქციები
როგორც მოსალოდნელი იყო, კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს ძალადობაში ადანაშაულებენ.
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. მმართველი ძალა „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატები ერთმანეთს ადანაშაულებენ მასობრივ ჩხუბში, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლის დროს მოხდა.
ჩხუბი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციონერმა გიორგი შარაშიძემ ტრიბუნიდან გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც მოხსენებით გამოდიოდა. შეხლა-შემოხლა მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაიწყეს. სიტუაციის გამწვავების გამო გამოსვლა შეწყდა.
თავდაპირველად ჩხუბი „საქართველოსთვის“ დეპუტატს გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატს ირაკლი ხელაძეს შორის მოხდა.
ამის შემდეგ ჩხუბში ჩაერთვნენ მმართველი პარტიის სხვა დეპუტატები: სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, თავისუფალი სტილით ყოფილი მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, ასევე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს. სერიოზული შეურაცხყოფები იყო“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ყველაფერი ოპოზიციონერებს დააბრალა.
„აგენტურამ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე. როდესაც შეხედეს, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ, გადავიდნენ უზრდელობაზე, შეურაცხყოფაზე. გადავიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ეს არის მათი სამარცხვინო სახე. თუმცა აქ რთულია რაიმე შეცვალო, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება და არც პატრიოტიზმი, რთულია, სხვანაირად იმოქმედო“, - განაცხადა კობახიძემ.
პარტიაში „საქართველოსთვის“ მომხდარში მმართველი პარტიის დეპუტატებს ადანაშაულებენ.
„ეს არის ირაკლი კობახიძის განაჩენი, რადგან საბოლოოდ მიეკერა მას მოძალადე პრემიერის იარლიყი. ამდენი ხანი ითმინეს და ქმნიდნენ ბუტაფორიას, თითქოს ძალადობას ებრძოდნენ, დღეს საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ძალადობის წამხალისებლები არიან“, - განაცხადა პარტიის დეპუტატმა ვიკა ფილფანმა.
პარტიის სხვა წევრმა, ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომ ძალადობაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს.
„ქართულ ოცნებას“ არავისთან არაფრის გადატვირთვის არც უნარები გააჩნია და არც კომპეტენცია. საკუთარ მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. სიმართლეს ძალადობით უპირისპირდება. ნამდვილად არ აქვს რესურსი ამ ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებად იწოდებოდეს და მართავდეს ამ ქვეყანას. ფაქტი ერთია, რომ ეს ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული“, - განაცხადა სიჭინავამ.
ამ მომენტისთვის პარლამენტი საზაფხულო არდადეგებზე გავიდა და მუშაობას მხოლოდ სექტემბერში განაახლებს.