ათობით მილიონი დოლარის ეკონომია - პრემიერი ანაკლიის პორტის პროექტზე

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaანაკლიის პორტის მშენებლობა
ანაკლიის პორტის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2026
გამოწერა
ამჟამად ანაკლიის პორტში აქტიურად მიმდინარეობს დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოები.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტის ღირებულება ოპტიმიზაციის შედეგად 52,5 მილიონი დოლარით შემცირდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას.
პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას უმსხვილესი ბელგიური კომპანია Jan De Nul ახორციელებს, რომელთანაც სახელმწიფომ ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის მიხედვით, სამუშაო სამ წელიწადს გაგრძელდება.
„ამ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 204 მილიონი დოლარიდან შემცირდა 151.4 მილიონ დოლარამდე, ანუ 52.5 მილიონი დოლარი დავუზოგეთ ქვეყანას კონტრაქტის ოპტიმიზაციის შედეგად. ესეც არის ახალი მიდგომის კიდევ ერთი გამოხატულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, გაფორმებული იყო კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომლის ღირებულება შეადგენდა 203,9 მილიონ დოლარს და მოლაპარაკებების შედეგად ოპტიმიზაციის ძალიან დიდი რესურსი გამოვლინდა.
პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ეს არის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოები.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება. პირველ ფაზაში სულ 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მისი დასრულების შემდეგ პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited & China Harbour Investment Pte. Ltd. ერთადერთი კომპანია გახდა, რომელიც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მასთან ხელშეკრულებას ხელი არაუგვიანეს 2025 წლის ზაფხულისა მოეწერება, თუმცა მოლაპარაკებები ინვესტორთან დღემდე გრძელდება.
ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენს კი კერძო ინვესტორი მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0