მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ეს ფასდაუდებელია“ — მოსკოვში Sputnik Pro-2026-ის პირველი მოდული გაიმართა

  - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2026
გამოწერა
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. მოსკოვში დასრულდა საგანმანათლებლო პროექტის „Sputnik Pro ზუბოვსკიზე“ მე-13 მოდული. ჩატარებული პროგრამა წელს პირველი იყო. მასში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები ექვსი ქვეყნიდან: სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან.
ხუთი დღის განმავლობაში სააგენტოს წამყვანი თანამშრომლები მედიის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით ატარებდნენ ლექციებს, მასტერ-კლასებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს. მონაწილეებმა უფრო დეტალურად გაიგეს, როგორ გამოიყენონ სწორად ხელოვნური ინტელექტი, რომ ის ყოველდღიური ამოცანების შესრულებაში მაქსიმალურად სასარგებლო იყოს.
„რეალობა ისეთია, რომ დროს ფეხი უნდა ავუწყოთ. ეს დრო გვკარნახობს, რომ მანქანები თავის საქმეს აკეთებენ. გაგვიზიარეს თავიანთი პროგრამები, მეთოდები და კომბინაციები ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისთვის, რომლებსაც ყირგიზეთში დაბრუნების შემდეგ პრაქტიკაში გამოვიყენებ“, — განუცხადა Sputnik-ს ბიშკეკიდან ჩასულმა მონაწილემ, ელვირა სატიბეკოვამ.
ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებთან მუშაობის თემა Sputnik Pro-ს მეცადინეობებზე უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. გასულ წელს პროგრამის ერთ-ერთი მოდულიც ჟურნალისტიკაში ახალი ინსტრუმენტების გამოყენებას მიეძღვნა.
Sputnik Pro на Зубовском - 2026
Sputnik Pro на Зубовском - 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2026
Sputnik Pro на Зубовском - 2026
მონაწილეთა დიდი ინტერესი ვირტუალურ სტუდიასთან გაცნობამ გამოიწვია. ასეთ სტუდიაში გადაღების დროს კომპიუტერული გრაფიკა რეალურ დროში ცვლის ნამდვილ ფონს და დამატებული რეალობის ელემენტებს ამატებს.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთ სტუდიაში ყოფნისა და იმის დეტალურად გაცნობის შესაძლებლობა, თუ როგორ იქმნება გადაცემები, რომლებსაც შემდეგ მილიონობით მაყურებელი უყურებს, დიდი იშვიათობაა.
„ასეთი სტუდია, შესაძლოა, საქართველოში ჯერ კიდევ დიდი ხნის შემდეგ გაჩნდეს. ეს ფასდაუდებელი გამოცდილებაა. მოგვცეს შესაძლებლობა, თავი წამყვანებად გვეგრძნო — ეს საოცარი იყო“, — განუცხადა Sputnik-ს საქართველოდან ჩასულმა ნინა დემეტრაშვილმა.
პროგრამის ფარგლებში, Sputnik-ის ახლო საზღვარგარეთისა და ბალტიის ქვეყნების დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრ სამოხვალოვმა ისაუბრა, როგორ მართონ და განავითარონ საკუთარი ბლოგი Telegram-სა თუ Max-ში. ხოლო Sputnik რადიოს დირექტორმა მარგარიტა ნეკრასოვამ განმარტა, როგორ შეინარჩუნონ თანამედროვე მედიასაშუალებებმა აუდიტორია რეალურ დროში, ხუთწამიანი ფორმატის ეპოქაში.
„სპიკერები ძალიან მიზანმიმართულად იყვნენ შერჩეული: კონტენტის შექმნიდან დაწყებული, რამდენიმე წამში ყურადღების კონცენტრირებით დამთავრებული, როგორ მივაღწიოთ იმას, რომ Reels-მა დიდი პოპულარობა მოიპოვოს — ძალიან ბევრი მეთოდი გაგვიზიარეს“, — აღნიშნავს ელვირა სატიბეკოვა.
ასევე, РИА-ს საინფორმაციო მთავარი დირექტორატის კორესპონდენტმა ალექსანდრა ტროფიმოვამ სამხედრო კორესპონდენტის მუშაობაზე ისაუბრა: როგორ განსაზღვროს პრიორიტეტები სამუშაო პროცესში და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება.
© Sputnik
Sputnik Pro на Зубовском - 2026 - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2026
რა თქმა უნდა, პროგრამის განმავლობაში მონაწილეები ტექსტთან მუშაობის უნარებსაც იხვეწდნენ, რადგან ეს კვლავაც თანამედროვე მედიის ერთ-ერთი საფუძველია.
„დღეს თითოეული სიტყვის მნიშვნელობა წარმოუდგენლად გაიზარდა. თუ ადრე ტექსტში ჩვენი სათქმელის მშვიდად გადმოცემა შეგვეძლო, ახლა, როდესაც ვიდეოსთვის სცენარს ან გახმოვანების ტექსტს ვამზადებთ, ან მოკლე წარწერას ვაკეთებთ, ძალიან მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რისი თქმა გვინდა, რათა მაყურებლამდე ჩვენი სათქმელი მივიტანოთ“, — განაცხადა პროგრამის გახსნისას Sputnik-ის ახლო საზღვარგარეთისა და ბალტიის ქვეყნების კონტენტის წარმოების სამმართველოს ხელმძღვანელმა ელენა ზაგოროდნაიამ.
დასასრულს, მონაწილეებმა წარადგინეს პროექტები, რომლებზეც პროგრამის განმავლობაში მუშაობდნენ, და სერტიფიკატები მიიღეს.
„ეს ურთიერთქმედება ფასდაუდებელია. რაც განსაკუთრებით კარგია, ის არის, რომ ეს მხოლოდ ლექციების კურსი არ არის. ეს თანასწორუფლებიანი, ცოცხალი ურთიერთობაა. ახალ რჩევებსა და უნარებს მაშინვე ვნერგავთ ჩვენს საქმიანობაში. ეს ეხება როგორც საკუთარი სამუშაოს ორგანიზებას, ისე ინფორმაციის მიწოდების თავისებურებებს“, — ამბობს ბელარუსიდან ჩამოსული მონაწილე ალექსანდრ პავლოვი.
„SputnikPRO ზუბოვსკიზე“ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება ნეთვორქინგი და ახალი თანამოაზრეების, ზოგჯერ კი მეგობრებისა და თანამებრძოლების გაცნობის შესაძლებლობაა. ნინა დემეტრაშვილმა გვიამბო, რომ პროექტზე გაცნობილი მისი ნაცნობი საქართველოს ეწვევა, სადაც ისინი უკვე შეხვედრას გეგმავენ.
ზოგიერთი მონაწილე კი პროექტის წყალობით ახალ ქვეყნებსაც აღმოაჩენს. მაგალითად, უზბეკეთიდან ჩასული ზიიოჯონ კურბანოვი პირველად გაემგზავრა საზღვარგარეთ — მოსკოვში.
შეგახსენებთ, რომ პროექტის „Sputnik Pro ზუბოვსკიზე“ ჩატარების სამი წლის განმავლობაში, 2023-2025 წლებში, უკვე გაიმართა 12 პროგრამა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 11 ქვეყნის 144 ჟურნალისტმა. წელს სააგენტოს საქმიანობის გაცნობისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების კიდევ 48 მედიის წარმომადგენელს ექნება.
ყველა ახალი ამბავი
0