https://sputnik-georgia.com/20260626/saqartvelosi-sasenebistvis-axali-wesebi-damtkicda-299347585.html
საქართველოში საშენებისთვის ახალი წესები დამტკიცდა
საქართველოში საშენებისთვის ახალი წესები დამტკიცდა
Sputnik საქართველო
ახალი რეგულაციების თანახმად, საშენების მფლობელებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 26.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-26T14:22+0400
2026-06-26T14:22+0400
2026-06-26T14:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
ცხოველთა დაცვა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/55/248055567_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_7a9244cc410ad78e35242522d7bd8198.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. 2026 წლის 1 ივლისიდან შინაური ცხოველების საშენებისთვის სავალდებულო ხდება რეგისტრაცია, სრულ განაკვეთზე დასაქმებული კინოლოგი და განთავსების სპეციალური პირობები.ახალი რეგულაციების თანახმად, სუფთა სისხლის ძაღლებისა და კატების მოშენების ცენტრების მფლობელებს რეგისტრაცია მოეთხოვებათ.საშენის რეგისტრაციის მსურველი პირი უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომელსაც თან უნდა დაერთოს:ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;ბ) საშენის ტერიტორიის საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არანაკლებ სამი წლის ვადით;გ) ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა;დ) კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა სანაშენე ცხოველის ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის შესახებ (ცხოველის წინაპრების მონაცემების მითითებით);ე) მონაცემები სერტიფიცირებული კინოლოგის ან ფელინოლოგის დასაქმების/მომსახურების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად (შესაბამისი ხელშეკრულება).საშენს უნდა ჰყავდეს სერტიფიცირებული კინოლოგი/ფელინოლოგი, გარდა ამისა, საშენი ვალდებულია მოაწყოს სპეციალური ვოლიერები, დოკუმენტაცია თითოეულ ცხოველზე.საშენის რეგისტრაცია ფასიანია და 100 ლარი იღირება.საქართველოში 2026 წლის 1 ივლისიდან კატებისა და ძაღლების გამრავლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან სპეციალური თანხმობის მიღების შემთხვევაში. ახალი კანონის თანახმად, რომელიც 1 ივლისიდან შედის ძალაში, საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ სუფთა ჯიშის ცხოველების გამრავლება. ნებისმიერი მეტისის გამრავლება აკრძალულია.ახალი წესების თანახმად, მეპატრონეზე სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე შესაბამის თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გასცემს ერთჯერადად, 2 წლის ვადით, მისი 1 წლამდე ვადით გაგრძელების უფლებით.ამ ვადის გასვლის შემდეგ ცხოველი დაექვემდებარება სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაციას.ერთადერთი გამონაკლისი იქნება საგამოფენო ცხოველები, რომელთა რეგისტრაციაც ასევე აუცილებელი იქნება სპეციალურ ბაზაში. თუ რეგისტრაციიდან ორი წლის განმავლობაში მფლობელი ვერ მიიღებს გამოფენაში მონაწილეობის სერტიფიკატს, ცხოველი გადარეგისტრირდება და დაექვემდებარება სტერილიზაციას.ამასთან, კანონში გაწერილია ძუ და ხვადი კატებისა და ძაღლების გამრავლების ასაკი. კერძოდ, ძუ ძაღლების შეჯვარება შესაძლებელია 17 თვიდან, ხვადი ძაღლების – 12 თვიდან, ხოლო კატების – 12 თვიდან. შეჯვარება აკრძალულია ძაღლებისთვის - 9 წლის, ძუ კატებისთვის 7 წლის, ხოლო ხვადი კატებისთვის 9 წლის ასაკის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24805/55/248055567_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_0ca941be7d4080e1afbf8c8b6db1554f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვა, საზოგადოება
საქართველოში საშენებისთვის ახალი წესები დამტკიცდა
ახალი რეგულაციების თანახმად, საშენების მფლობელებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. 2026 წლის 1 ივლისიდან შინაური ცხოველების საშენებისთვის სავალდებულო ხდება რეგისტრაცია, სრულ განაკვეთზე დასაქმებული კინოლოგი და განთავსების სპეციალური პირობები.
ახალი რეგულაციების თანახმად, სუფთა სისხლის ძაღლებისა და კატების მოშენების ცენტრების მფლობელებს რეგისტრაცია მოეთხოვებათ.
საშენის რეგისტრაციის მსურველი პირი უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომელსაც თან უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) საშენის ტერიტორიის საკუთრების ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არანაკლებ სამი წლის ვადით;
გ) ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ცხოველის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა;
დ) კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა სანაშენე ცხოველის ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის შესახებ (ცხოველის წინაპრების მონაცემების მითითებით);
ე) მონაცემები სერტიფიცირებული კინოლოგის ან ფელინოლოგის დასაქმების/მომსახურების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად (შესაბამისი ხელშეკრულება).
საშენს უნდა ჰყავდეს სერტიფიცირებული კინოლოგი/ფელინოლოგი, გარდა ამისა, საშენი ვალდებულია მოაწყოს სპეციალური ვოლიერები, დოკუმენტაცია თითოეულ ცხოველზე.
საშენის რეგისტრაცია ფასიანია და 100 ლარი იღირება.
საქართველოში 2026 წლის 1 ივლისიდან კატებისა და ძაღლების გამრავლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან სპეციალური თანხმობის მიღების შემთხვევაში. ახალი კანონის თანახმად, რომელიც 1 ივლისიდან შედის ძალაში, საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ სუფთა ჯიშის ცხოველების გამრავლება. ნებისმიერი მეტისის გამრავლება აკრძალულია.
ახალი წესების თანახმად, მეპატრონეზე სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე შესაბამის თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გასცემს ერთჯერადად, 2 წლის ვადით, მისი 1 წლამდე ვადით გაგრძელების უფლებით.
ამ ვადის გასვლის შემდეგ ცხოველი დაექვემდებარება სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაციას.
ერთადერთი გამონაკლისი იქნება საგამოფენო ცხოველები, რომელთა რეგისტრაციაც ასევე აუცილებელი იქნება სპეციალურ ბაზაში. თუ რეგისტრაციიდან ორი წლის განმავლობაში მფლობელი ვერ მიიღებს გამოფენაში მონაწილეობის სერტიფიკატს, ცხოველი გადარეგისტრირდება და დაექვემდებარება სტერილიზაციას.
ამასთან, კანონში გაწერილია ძუ და ხვადი კატებისა და ძაღლების გამრავლების ასაკი. კერძოდ, ძუ ძაღლების შეჯვარება შესაძლებელია 17 თვიდან, ხვადი ძაღლების – 12 თვიდან, ხოლო კატების – 12 თვიდან. შეჯვარება აკრძალულია ძაღლებისთვის - 9 წლის, ძუ კატებისთვის 7 წლის, ხოლო ხვადი კატებისთვის 9 წლის ასაკის შემდეგ.