საქართველოს პრემიერი კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებზე

© Sputnik / Levan Avlabreliაღჭურვილობა მაინინგისთვის
აღჭურვილობა მაინინგისთვის - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2026
გამოწერა
1 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ მესტიის მუნიციპალიტეტში დაიწყო ბრძოლა კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის წინააღმდეგ
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, განაცხადა პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
1 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ მესტიის მუნიციპალიტეტში დაიწყო ბრძოლა კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის წინააღმდეგ, რომელიც ელექტროქსელების გადატვირთვას იწვევს და ზიანს აყენებს ენერგეტიკულ სისტემასა და ადგილობრივ მოსახლეობას.
„უკვე გატარდა წინასწარი ღონისძიებები, რამაც მოგვცა ხელშესახები შედეგი. ივნისის გასული პერიოდის მონაცემებით, უკვე შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 35 პროცენტით, წინასწარი ზომების გატარების შედეგად. როდესაც დასრულდება გამრიცხველიანების პროცესი, რა თქმა უნდა, მთლიანად მოწესრიგდება სისტემა, რაც მნიშვნელოვანი იქნება კეთილსინდისიერი გადამხდელებისა და მომხმარებლებისთვის“,- აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, 2025 წელს მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტში მოხმარება წლის განმავლობაში შეადგენდა 125 მილიონ კილოვატ საათს, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევდა.
2021 წლიდან საქართველოში მწვავედ დგას მესტიაში მაინინგური ფერმების მიერ ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების საკითხი. ეს რაიონი მაინერებს იზიდავს, რადგანაც მაღალმთიან რაიონში მომუშავე მეწარმეებისთვის დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფები დაბალია, მოსახლეობისთვის კი ელექტროენერგია უფასოა.
კრიპტომაინინგის პრობლემის აღმოსაფხვრელად, საქართველოს მთავრობამ 2026 წლის ივნისში გადაწყვიტა, მესტიის ყველა სოფელში ელექტროენერგიის მრიცხველები დაამონტაჟოს. ელექტროენერგიის მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო დარჩება დადგენილი მოხმარების ლიმიტების ფარგლებში, ლიმიტის გადაჭარბებით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური კი უკვე ფასიანი გახდება.
ყველა ახალი ამბავი
0