https://sputnik-georgia.com/20260626/saqartvelo-rusettan-urtiertobebsi-pragmatul-politikas-gaatarebs-premieri-299357277.html
საქართველო რუსეთთან ურთიერთობებში პრაგმატულ პოლიტიკას გაატარებს - პრემიერ-მინისტრი
საქართველო რუსეთთან ურთიერთობებში პრაგმატულ პოლიტიკას გაატარებს - პრემიერ-მინისტრი
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, საქართველოს მთავარი ამოცანა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებაა. 26.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-26T17:15+0400
2026-06-26T17:15+0400
2026-06-26T17:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23853/26/238532688_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_600dacd5b4034919e87cad3e953a6ae0.jpg
თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. რუსეთთან ურთიერთობებში საქართველო პრაგმატული პოლიტიკით ხელმძღვანელობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.„აქ წითელი ხაზი უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველო მომავალშიც პრაგმატული პოლიტიკით იმოქმედებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მისი თქმით, საქართველოს მთავარი ამოცანა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებაა.„ვაგრძელებთ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და ჩვენი ამოცანაა, ბუნებრივია, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის“, - აღნიშნა მან.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს. ქვეყნებს შორის ჰუმანიტარული დიალოგი ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე ხორციელდება.საქართველოს ხელისუფლება გამორიცხავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების გარეშე. თუმცა, საქართველო ინარჩუნებს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს და ხალხთაშორის კავშირებს რუსეთთან. მოქალაქეები უვიზო შესვლის რეჟიმით სარგებლობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23853/26/238532688_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_94105f81e44829e7a9885cce8137f571.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ირაკლი კობახიძე
საქართველო რუსეთთან ურთიერთობებში პრაგმატულ პოლიტიკას გაატარებს - პრემიერ-მინისტრი
კობახიძის თქმით, საქართველოს მთავარი ამოცანა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებაა.
თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. რუსეთთან ურთიერთობებში საქართველო პრაგმატული პოლიტიკით ხელმძღვანელობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„აქ წითელი ხაზი უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველო მომავალშიც პრაგმატული პოლიტიკით იმოქმედებს ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავარი ამოცანა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებაა.
„ვაგრძელებთ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და ჩვენი ამოცანაა, ბუნებრივია, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის“, - აღნიშნა მან.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში მიმდინარეობს. ქვეყნებს შორის ჰუმანიტარული დიალოგი ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე ხორციელდება.
საქართველოს ხელისუფლება გამორიცხავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების გარეშე. თუმცა, საქართველო ინარჩუნებს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს და ხალხთაშორის კავშირებს რუსეთთან. მოქალაქეები უვიზო შესვლის რეჟიმით სარგებლობენ.