https://sputnik-georgia.com/20260626/rusetma-da-ukrainam-tyveebi-gacvales-299379398.html
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
Sputnik საქართველო
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების ეს გაცვლა წლის დასაწყისიდან მეშვიდეა, ივნისში კი მეორე. 26.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-26T21:09+0400
2026-06-26T21:09+0400
2026-06-28T11:00+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1f/291615085_0:54:1552:926_1920x0_80_0_0_69f47e3bd8cbc685c2bf743a88a2e1c8.jpg
თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. რუსეთმა და უკრაინამ პარასკევს ტყვეები გაცვალეს, იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.„26 ივნისს, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 160 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.სანაცვლოდ, უკრაინულ მხარეს 160 ტყვე დაუბრუნდა.აღინიშნა, რომ უკრაინული ტყვეობიდან დაბრუნებული რუსი სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსში იმყოფებიან, სადაც მათთან რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარი იანა ლანტრატოვა მუშაობს.ეს რუსეთსა და უკრაინას შორის წლის დასაწყისიდან მეშვიდე ტყვეთა გაცვლაა. წინა გაცვლა 5 ივნისს მოხდა. მაშინ მოსკოვმა კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 185 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა. სანაცვლოდ, უკრაინულ მხარეს ტყვედ აყვანილი უკრაინული შეიარაღებული ძალების ამდენივე ჯარისკაცი გადაეცა.წელს რუსეთსა და უკრაინას შორის პირველი ტყვეთა გაცვლა 5 თებერვალს მოხდა. მაშინ რუსეთმა 157 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა და უკრაინაში მათი შეიარაღებული ძალების ამდენივე სამხედრო ტყვე დაბრუნდა.თებერვლიდან რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლა ყოველთვიურად ხორციელდება; ივნისში კი ეს უკვე მეორედ მოხდა.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1f/291615085_123:0:1427:978_1920x0_80_0_0_176418032ff021a04c5562c5e5d79155.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
21:09 26.06.2026 (განახლებულია: 11:00 28.06.2026) რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების ეს გაცვლა წლის დასაწყისიდან მეშვიდეა, ივნისში კი მეორე.
თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. რუსეთმა და უკრაინამ პარასკევს ტყვეები გაცვალეს, იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
„26 ივნისს, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 160 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სანაცვლოდ, უკრაინულ მხარეს 160 ტყვე დაუბრუნდა.
აღინიშნა, რომ უკრაინული ტყვეობიდან დაბრუნებული რუსი სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსში იმყოფებიან, სადაც მათთან რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარი იანა ლანტრატოვა მუშაობს.
ეს რუსეთსა და უკრაინას შორის წლის დასაწყისიდან მეშვიდე ტყვეთა გაცვლაა. წინა გაცვლა 5 ივნისს მოხდა. მაშინ მოსკოვმა კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან 185 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა. სანაცვლოდ, უკრაინულ მხარეს ტყვედ აყვანილი უკრაინული შეიარაღებული ძალების ამდენივე ჯარისკაცი გადაეცა.
წელს რუსეთსა და უკრაინას შორის პირველი ტყვეთა გაცვლა 5 თებერვალს მოხდა. მაშინ რუსეთმა 157 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა და უკრაინაში მათი შეიარაღებული ძალების ამდენივე სამხედრო ტყვე დაბრუნდა.
თებერვლიდან რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლა ყოველთვიურად ხორციელდება; ივნისში კი ეს უკვე მეორედ მოხდა.