https://sputnik-georgia.com/20260626/qveyana-damsvidda-saqartvelos-premier-ministri-299367551.html
ქვეყანა დამშვიდდა - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ქვეყანა დამშვიდდა - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
Sputnik საქართველო
პარლამენტმა, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმდებლობამ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სტაბილიზაციაში, განაცხადა... 26.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-26T22:14+0400
2026-06-26T22:14+0400
2026-06-27T10:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/19/248851970_0:44:1280:764_1920x0_80_0_0_cbe87dbf22b14bb521ba5d0ea6a6004e.jpg
თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ მოახერხა ქვეყნის დამშვიდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.2024-2025 წლებში საქართველო საპროტესტო აქციების ეპიცენტრი გახდა, რომლებიც ხშირად პოლიციასთან შეტაკებებით სრულდებოდა. საპროტესტო აქციებს ორგანიზატორები იყვნენ როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე საზოგადოებრივი ორგანიზაციები.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პარლამენტმა, განსაკუთრებით იმ კანონმდებლობამ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ბოლო წლებში მიიღო.„განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი „გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“, „გრანტების შესახებ კანონზე“. ეს იყო ზუსტად ის კანონები, რომლებმაც მოგვცა ჩვენ ვითარების დამშვიდების საშუალება“, - განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, უცხოური გრანტები ხშირად გამოიყენებოდა ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის და „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა შესაძლებელი გახადა სიტუაციის რადიკალურად შეცვლა.რა ითვლება გრანტად„გრანტების შესახებ“ კანონის თანახმად, უცხოური გრანტის მისაღებად აუცილებელია მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა.ეს ეხება საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის (მათ შორის საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის), ფინანსური ინსტიტუტის, უცხოური მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის ან ბიზნეს გრანტებს.2026 წლის მარტიდან გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენისთვის.გრანტად ასევე მიიჩნევა ფულადი სახსრები, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ არის გადაცემული ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.გრანტად მიიჩნევა ასევე ზემოაღნიშული საქმიანობისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით, ასევე უსასყიდლოდ გაწეული ტექნიკური დახმარება იმავე ფორმებით.უკანონო გრანტის მიღებისთვის ჯარიმა გრანტის ორმაგი ოდენობით თანხას შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/19/248851970_35:0:1174:854_1920x0_80_0_0_8a4ce6ec43b75b0c18241da3b30e0928.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პარლამენტი
ქვეყანა დამშვიდდა - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
22:14 26.06.2026 (განახლებულია: 10:15 27.06.2026) პარლამენტმა, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმდებლობამ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სტაბილიზაციაში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ მოახერხა ქვეყნის დამშვიდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
2024-2025 წლებში საქართველო საპროტესტო აქციების ეპიცენტრი გახდა, რომლებიც ხშირად პოლიციასთან შეტაკებებით სრულდებოდა. საპროტესტო აქციებს ორგანიზატორები იყვნენ როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
„მთლიანობაში, ჩვენ გასული წლის განმავლობაში მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული რამდენიმე წელიწადი. ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, საიდანაც ოთხი იყო ძალადობრივი. ასეთი რთული პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა პარლამენტმა, განსაკუთრებით იმ კანონმდებლობამ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ბოლო წლებში მიიღო.
„განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი „გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“, „გრანტების შესახებ კანონზე“. ეს იყო ზუსტად ის კანონები, რომლებმაც მოგვცა ჩვენ ვითარების დამშვიდების საშუალება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, უცხოური გრანტები ხშირად გამოიყენებოდა ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის და „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა შესაძლებელი გახადა სიტუაციის რადიკალურად შეცვლა.
„გრანტების შესახებ“ კანონის თანახმად, უცხოური გრანტის მისაღებად აუცილებელია მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა.
ეს ეხება საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის (მათ შორის საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის), ფინანსური ინსტიტუტის, უცხოური მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის ან ბიზნეს გრანტებს.
2026 წლის მარტიდან გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის, ასევე იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირისათვის, რომლის საქმიანობა არსებითად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას მოიცავს, ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენისთვის.
გრანტად ასევე მიიჩნევა ფულადი სახსრები, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ არის გადაცემული ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო, ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ, ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური, ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან, ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
გრანტად მიიჩნევა ასევე ზემოაღნიშული საქმიანობისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით, ასევე უსასყიდლოდ გაწეული ტექნიკური დახმარება იმავე ფორმებით.
უკანონო გრანტის მიღებისთვის ჯარიმა გრანტის ორმაგი ოდენობით თანხას შეადგენს.