https://sputnik-georgia.com/20260626/premieri-telavis-aeroportis-msenebloba-2027-wlis-oqtombersi-daiwyeba-299356711.html
პრემიერი: თელავის აეროპორტის მშენებლობა 2027 წლის ოქტომბერში დაიწყება
პრემიერი: თელავის აეროპორტის მშენებლობა 2027 წლის ოქტომბერში დაიწყება
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, აქტიურად მიდის მუშაობა ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზეც, რომელიც 20 მლნ მგზავრს მოემსახურება. 26.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-26T16:01+0400
2026-06-26T16:01+0400
2026-06-26T16:01+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1d/286641726_0:184:2048:1336_1920x0_80_0_0_0b6c8868e69a50fb0638c4782712a5c7.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თელავის აეროპორტის მშენებლობა მომავალი წლის ოქტომბერში დაიწყება და 2028 წლის ბოლომდე დასრულდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს. დარბაზში იმყოფებიან კაბინეტის წევრები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და სასამართლოს თავმჯდომარეები. "მალე დაიწყება თელავის აეროპორტისა და მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა. მშენებლობა დაიწყება მომავალი წლის ოქტომბერში და დასრულება ნავარაუდებია 2028 წლის ბოლომდე. ანუ თელავში ახალი აეროპორტი, ხოლო მესტიის აეროპორტში სრულიად ახალი ტერმინალი გვექნება", - განაცხადა კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, აქტიურად მიდის მუშაობა ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზეც, რომელიც 20 მლნ მგზავრს მოემსახურება. "ჩვენი ვარაუდით, მშენებლობის პროცესი დაიწყება მომავალი წლის ბოლოს და დასრულდება 2031 წლის ბოლოს. მას შემდეგ, რაც ამოიწურება არსებულ აეროპორტთან ხელშეკრულება, უკვე დაიწყებს ოპერირებას ახალი საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ გვაქვს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად გაიზრდება მგზავრთნაკადი ჩვენს ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ამას უნდა უპასუხოს თბილისის ახალმა საერთაშორისო აეროპორტმა", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ორი შიდა დანიშნულების აეროპორტი (მესტია და ამბროლაური) აქვს, სადაც ფრენებს 2018 წლიდან სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე "აკ-ეარ ჯორჯია" ნატახტრიდან ასრულებს. შიდა ფრენები სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი თანამედროვე აეროპორტი თელავის ძველი აეროდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა. რაც შეეხება ვაზიანის აეროპორტს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საერთაშორისო აეროპორტი ააშენოს. ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს. ხელშეკრულება ძალაშია 2031 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1d/286641726_0:0:1782:1336_1920x0_80_0_0_bb89fe24aaf61f2093ebca26011dcc73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველო, ახალი ამბები
ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველო, ახალი ამბები
პრემიერი: თელავის აეროპორტის მშენებლობა 2027 წლის ოქტომბერში დაიწყება
კობახიძის თქმით, აქტიურად მიდის მუშაობა ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზეც, რომელიც 20 მლნ მგზავრს მოემსახურება.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თელავის აეროპორტის მშენებლობა მომავალი წლის ოქტომბერში დაიწყება და 2028 წლის ბოლომდე დასრულდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
პრემიერ-მინისტრი პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს. დარბაზში იმყოფებიან კაბინეტის წევრები, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და სასამართლოს თავმჯდომარეები.
"მალე დაიწყება თელავის აეროპორტისა და მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა. მშენებლობა დაიწყება მომავალი წლის ოქტომბერში და დასრულება ნავარაუდებია 2028 წლის ბოლომდე. ანუ თელავში ახალი აეროპორტი, ხოლო მესტიის აეროპორტში სრულიად ახალი ტერმინალი გვექნება", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, აქტიურად მიდის მუშაობა ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზეც, რომელიც 20 მლნ მგზავრს მოემსახურება.
"ჩვენი ვარაუდით, მშენებლობის პროცესი დაიწყება მომავალი წლის ბოლოს და დასრულდება 2031 წლის ბოლოს. მას შემდეგ, რაც ამოიწურება არსებულ აეროპორტთან ხელშეკრულება, უკვე დაიწყებს ოპერირებას ახალი საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ გვაქვს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად გაიზრდება მგზავრთნაკადი ჩვენს ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ამას უნდა უპასუხოს თბილისის ახალმა საერთაშორისო აეროპორტმა", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს ორი შიდა დანიშნულების აეროპორტი (მესტია და ამბროლაური) აქვს, სადაც ფრენებს 2018 წლიდან სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე "აკ-ეარ ჯორჯია" ნატახტრიდან ასრულებს. შიდა ფრენები სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი თანამედროვე აეროპორტი თელავის ძველი აეროდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა.
2024 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის და პროექტირების შესახებ გამოცხადებულ კონკურსში შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა. ახალი თანამედროვე აეროპორტი თელავის ძველი აეროდრომის ტერიტორიაზე უნდა მოწყობილიუო, ხოლო ეროპორტს პირველი მგზავრები 2024 წლის მაის-ივნისში უნდა მიეღო. რაც შეეხება ვაზიანის აეროპორტს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საერთაშორისო აეროპორტი ააშენოს.
ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს. ხელშეკრულება ძალაშია 2031 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.