https://sputnik-georgia.com/20260626/paata-salia-inovaciebma-sajaro-servisebi-mteli-qveynis-masstabit-xelmisawvdomi-gaxada-299342800.html
პაატა სალია: ინოვაციებმა საჯარო სერვისები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი გახადა
პაატა სალია: ინოვაციებმა საჯარო სერვისები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი გახადა
Sputnik საქართველო
ამ მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობის უფლების საქართველოსთვის მინიჭება არის დიდი აღიარება ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა 26.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-26T10:55+0400
2026-06-26T10:55+0400
2026-06-26T10:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283525137_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_c9fa49fd152e7599c4c67f71079e945b.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ინოვაციები და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოში უზრუნველყოფს საჯარო სერვისებზე უნივერსალურ წვდომას მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე, რომელიც თბილისში გაიმართა.საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს თბილისმა 23-25 ივნისს პირველად უმასპინძლა და მისი თემა იყო „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“.„ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას, ჩვენი სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, რათა სახელმწიფო სერვისები დარჩეს ხელმისაწვდომი, ოპერატიული და მოქალაქეზე ორიენტირებული“, - აღნიშნა პაატა სალიამ.კერძოდ, აღინიშნა, რომ:მაღალი დონის ფორუმის თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია, ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის, განაცხადეს ხელისუფლებაში.ყოველწლიურად ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას ყოვლისმომცველი პოლიტიკური დიალოგის წარმართვისთვის სახელმწიფო მოხელეებსა და მინისტრებს, საჯარო მართვის სფეროს სპეციალისტებსა და რეფორმატორებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების ექსპერტებს, ასევე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, რაც მიმართულია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ.ყოველი წლის 23 ივნისს, ფორუმი აღნიშნავს გაეროს საჯარო სამსახურის დღეს (UN Public Service Day). ეს თარიღი მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის წვლილის აღიარებას განვითარების პროცესში და საზოგადოებისთვის გაწეული მუშაობის შეფასებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283525137_191:0:2922:2048_1920x0_80_0_0_79e681fa60db3aab2064a9afd3d2cc96.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, თანამედროვე ტექნოლოგიები
პაატა სალია: ინოვაციებმა საჯარო სერვისები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი გახადა
ამ მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობის უფლების საქართველოსთვის მინიჭება არის დიდი აღიარება ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ინოვაციები და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოში უზრუნველყოფს საჯარო სერვისებზე უნივერსალურ წვდომას მთელი ქვეყნის მასშტაბით, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმზე, რომელიც თბილისში გაიმართა.
საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმს თბილისმა 23-25 ივნისს პირველად უმასპინძლა და მისი თემა იყო „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა“.
„ჩვენ გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას, ჩვენი სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, რათა სახელმწიფო სერვისები დარჩეს ხელმისაწვდომი, ოპერატიული და მოქალაქეზე ორიენტირებული“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სერვისების მისაღებად მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული 127 იუსტიციის სახლი,
გეოგრაფიული ბარიერის დასაძლევად 90 სოფელს 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება;
სერვისები ხელმისაწვდომია პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ იუსტიციის სახლებში;
მომსახურების მიღებისას უზრუნველყოფილია ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები;
400-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შესაძლებელია ონლაინ ერთიან ელექტრონულ პორტალზე MY.GOV.GE;
მოქმედებს „გონიერი კონტრაქტი“, რომელიც კერძო საკუთრების რეგისტრაციის დისტანციური საშუალებაა;
სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია კი განმტკიცებულია საქართველოს 2025-2030 წლების ციფრული მმართველობის სტრატეგიის დოკუმენტით.
მაღალი დონის ფორუმის თბილისში ჩატარება იმ წარმატებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებაა, რომელთაც საქართველო წლებია, ახორციელებს ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საჯარო სერვისების განვითარებისათვის, განაცხადეს ხელისუფლებაში.
ყოველწლიურად ფორუმი წარმოადგენს პლატფორმას ყოვლისმომცველი პოლიტიკური დიალოგის წარმართვისთვის სახელმწიფო მოხელეებსა და მინისტრებს, საჯარო მართვის სფეროს სპეციალისტებსა და რეფორმატორებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების ექსპერტებს, ასევე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, რაც მიმართულია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ.
ყოველი წლის 23 ივნისს, ფორუმი აღნიშნავს გაეროს საჯარო სამსახურის დღეს (UN Public Service Day). ეს თარიღი მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის წვლილის აღიარებას განვითარების პროცესში და საზოგადოებისთვის გაწეული მუშაობის შეფასებას.