https://sputnik-georgia.com/20260626/alazanze-brakonierobis-faqti-gamoavlines-299368280.html
მდინარე ალაზანზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს
მდინარე ალაზანზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია. 26.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-26T22:35+0400
2026-06-26T22:35+0400
2026-06-27T11:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1c/267959219_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_f9136c171ab481d1ccf51c44d96cff9b.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, მოქალაქე საბათლოს მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე დაცულ ტერიტორიაზე დიდი ზომის თევზმახის გამოყენებით უკანონოდ იჭერდა თევზს. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ლოქოს სახეობის 6 კგ-მდე თევზი. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია. საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1c/267959219_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_85a6e718c0806dbb55dd4fbdc517d1c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში
მდინარე ალაზანზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს
22:35 26.06.2026 (განახლებულია: 11:06 27.06.2026) ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მოქალაქე საბათლოს მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე დაცულ ტერიტორიაზე დიდი ზომის თევზმახის გამოყენებით უკანონოდ იჭერდა თევზს. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ლოქოს სახეობის 6 კგ-მდე თევზი.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია.
ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.