https://sputnik-georgia.com/20260626/abc-ariel-tide-persil--------299344515.html
ABC, Ariel, Tide, Persil: ქვემო ქართლში ფალსიფიცირებულ სარეცხ ფხვნილებს ამზადებდნენ
ABC, Ariel, Tide, Persil: ქვემო ქართლში ფალსიფიცირებულ სარეცხ ფხვნილებს ამზადებდნენ
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 26.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-26T12:00+0400
2026-06-26T12:00+0400
2026-06-26T12:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/06/276478699_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_94163e345fcf83c0096a438191b01d58.jpg
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი სასაქონლო ნიშნის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს ქვემო ქართლის რეგიონში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ამზადებდნენ სარეცხ ფხვნილებს, რომლებსაც შემდეგ ცნობილი ბრენდების - ABC-ს, Ariel-ის, Tide-ისა და Persil-ის სასაქონლო ნიშნების უკანონოდ ყიდდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, აღნიშნული ბრენდების ყალბი სასაქონლო ნიშნით მარკირებული 1.325 ერთეული სარეცხი ფხვნილი. გარდა ამისა, ჩხრეკისას აღმოჩენილი და ამოღებულია: ამავე დასახელების ფხვნილების 5.818 ცარიელი პაკეტი, 632 ტომარა დაბალხარისხიანი სარეცხი ფხვნილი, 28 ტომარა მარილი, არომატიზატორები, საღებავები და პროდუქციის წარმოება-შეფუთვისთვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები. უწყების ცნობით, გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები როგორც დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენა-მხილების, ისე იმ სავაჭრო ობიექტების დადგენის მიზნით, სადაც აღნიშნული პროდუქცია სარეალიზაციოდ იყო განთავსებული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/06/276478699_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_9b61839612967b19d60325564ebf4466.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ABC, Ariel, Tide, Persil: ქვემო ქართლში ფალსიფიცირებულ სარეცხ ფხვნილებს ამზადებდნენ
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი სასაქონლო ნიშნის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს ქვემო ქართლის რეგიონში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ამზადებდნენ სარეცხ ფხვნილებს, რომლებსაც შემდეგ ცნობილი ბრენდების - ABC-ს, Ariel-ის, Tide-ისა და Persil-ის სასაქონლო ნიშნების უკანონოდ ყიდდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, აღნიშნული ბრენდების ყალბი სასაქონლო ნიშნით მარკირებული 1.325 ერთეული სარეცხი ფხვნილი.
გარდა ამისა, ჩხრეკისას აღმოჩენილი და ამოღებულია: ამავე დასახელების ფხვნილების 5.818 ცარიელი პაკეტი, 632 ტომარა დაბალხარისხიანი სარეცხი ფხვნილი, 28 ტომარა მარილი, არომატიზატორები, საღებავები და პროდუქციის წარმოება-შეფუთვისთვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.
უწყების ცნობით, გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები როგორც დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენა-მხილების, ისე იმ სავაჭრო ობიექტების დადგენის მიზნით, სადაც აღნიშნული პროდუქცია სარეალიზაციოდ იყო განთავსებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.