წვიმა, სეტყვა და ქარი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

© Sputnik / Nika Latariaსეტყვა მარტვილის რაიონში
სეტყვა მარტვილის რაიონში - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2026
გამოწერა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, კახეთში და ქვეყნის მთიან რაიონებში სეტყვაა ნავარაუდევი. ზღვაზე კი 27-28 ივნისს 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი.
უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ყველა ახალი ამბავი
0