https://sputnik-georgia.com/20260625/umusevroba-saqartvelostvis-seriozuli-gamowvevaa-ssf-299325314.html
უმუშევრობა საქართველოსთვის სერიოზული გამოწვევაა - სსფ
უმუშევრობა საქართველოსთვის სერიოზული გამოწვევაა - სსფ
Sputnik საქართველო
შრომის ბაზრის კვლევის მონაცემები ადასტურებს ფართოდ გავრცელებულ ჭარბ განათლებას არასაკმარისი კვალიფიკაციის პარალელურად. 25.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-25T15:14+0400
2026-06-25T15:14+0400
2026-06-25T15:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24809/50/248095068_0:130:3000:1818_1920x0_80_0_0_484274f4734855aa2b5e48b062f4ce98.jpg
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. საქართველოში სტრუქტურული უმუშევრობა სერიოზულ პრობლემად რჩება, რაც ხასიათდება სამუშაო ადგილების შეზღუდული რაოდენობით და შეუსაბამობით შრომის ბაზარზე საჭირო უნარებსა და ბაზრის მოთხოვნას შორის, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ანგარიშში.საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა განახლებული პუბლიკაცია „უნარების შეუსაბამობისა და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე”.„საქართველო გამოწვევების წინაშე დგას შრომის ბაზარზე. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია უმუშევრობის მაღალი დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, და ბიზნესების მხრიდან კვალიფიციური კადრების დეფიციტის შესახებ მზარდი სიგნალები”, - წერს IMF-ი.კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული როგორც გადაჭარბებული კვალიფიკაცია, ისე უნარების დეფიციტი, რაც ასახავს ზოგადი და უმაღლესი განათლების მქონე კადრების სტრუქტურულ სიჭარბეს იმ უნარებთან შედარებით, რომლებიც რეალურად მოთხოვნადია სამუშაო ადგილებზე, განსაკუთრებით ტექნიკური და პრაქტიკული მიმართულებებით.საქართველოში უმუშევრობა სტრუქტურულად მაღალი რჩება, რაც ასახავს კვალიფიკაციის მუდმივ შეუსაბამობას და დასაქმების სუსტ სტიმულს დაბალი ხელფასების და ფულად გზავნილებსა და სოციალურ ტრანსფერებზე ფართოდ გავრცელებული დამოკიდებულების ფონზე.სავალუტო ფონდის მონაცემებით, ფულადი გზავნილები და სოციალური დახმარებები დასაქმების საერთო მაჩვენებელს დაახლოებით 2,25 პროცენტული პუნქტით ამცირებს.სავალუტო ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში კვლავ კვალიფიკაციის მნიშვნელოვანი და მდგრადი დისბალანსი ნარჩუნდება. შრომის ბაზრის კვლევის მონაცემები ადასტურებს ფართოდ გავრცელებულ ჭარბ განათლებას არასაკმარისი კვალიფიკაციის პარალელურად.„2024 წელს სამუშაო ასაკის დასაქმებულთა 27% და ახალგაზრდების 36% იმ პოზიციებზე მუშაობდა, რომლებიც მათ განათლების დონეზე დაბალ კვალიფიკაციას მოითხოვდა. ამასთან, უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულთა 40% დასაქმებული იყო საშუალო ან დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოებზე. საპირისპიროდ, არასაკმარისი კვალიფიკაცია განსაკუთრებით შეინიშნებოდა მაღალპროდუქტიულ სექტორებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები (ICT), ფინანსები, მენეჯერული და პროფესიული საქმიანობა“, - ნათქვამია ანგარიშში.მნიშვნელოვანი იყო ასევე სპეციალობისა და დასაქმების სფეროს შორის შეუსაბამობა: დასაქმებულთა მხოლოდ დაახლოებით ერთი მესამედი მუშაობდა იმ სფეროში, რომელიც მათ განათლებასა და პროფესიულ მომზადებას შეესაბამებოდა. ეს ტენდენციები მიუთითებს განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის სუსტ კავშირზე, ასევე მაღალი პროდუქტიულობის სექტორების შეზღუდულ შესაძლებლობაზე, შეითვისონ კვალიფიციური სამუშაო ძალა, აღნიშნულია IMF-ის კვლევაში.IMF-ი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობისთვის ორ ურთიერთშემავსებელ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოკვეთს - ესაა უნარების შეუსაბამობის შემცირება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი უკეთ შესაბამისობაში მოყვანა და ასევე მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და დასაქმების მოტივაციის გაძლიერება.პრიორიტეტულ ნაბიჯებს შორისაა:„ეკონომიკურ სექტორებში მაღალკვალიფიციური მუშახელის დეფიციტის შესახებ მონაცემების გათვალისწინებით, ამ სექტორების მოდერნიზაციის მხარდამჭერი პოლიტიკა (მაგ., ინფორმაცია და კომუნიკაცია, ლოჯისტიკა, განახლებადი ენერგია) ხელს შეუწყობს კვალიფიციური მუშახელის ათვისებას და ამავდროულად შეამსუბუქებს იმ შეზღუდვებს, რომლებზეც კომპანიები საუბრობენ“, - ნათქვამია ანგარიშში.საქართველოში უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონემ 14,4% შეადგინა, რაც 2025 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შეადრებით 0,3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.2025 წელს უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, 2024 წელს - 13,9% , 2023 წელს - 16,4%, 2022 წელს - 17,3%, 2021 წელს - 20,6%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24809/50/248095068_202:0:2798:1947_1920x0_80_0_0_5a9b93a2992207c9a46501f4bc49c6d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი
უმუშევრობა საქართველოსთვის სერიოზული გამოწვევაა - სსფ
შრომის ბაზრის კვლევის მონაცემები ადასტურებს ფართოდ გავრცელებულ ჭარბ განათლებას არასაკმარისი კვალიფიკაციის პარალელურად.
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. საქართველოში სტრუქტურული უმუშევრობა სერიოზულ პრობლემად რჩება, რაც ხასიათდება სამუშაო ადგილების შეზღუდული რაოდენობით და შეუსაბამობით შრომის ბაზარზე საჭირო უნარებსა და ბაზრის მოთხოვნას შორის, ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ანგარიშში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა განახლებული პუბლიკაცია „უნარების შეუსაბამობისა და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე”.
„საქართველო გამოწვევების წინაშე დგას შრომის ბაზარზე. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია უმუშევრობის მაღალი დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, და ბიზნესების მხრიდან კვალიფიციური კადრების დეფიციტის შესახებ მზარდი სიგნალები”, - წერს IMF-ი.
კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული როგორც გადაჭარბებული კვალიფიკაცია, ისე უნარების დეფიციტი, რაც ასახავს ზოგადი და უმაღლესი განათლების მქონე კადრების სტრუქტურულ სიჭარბეს იმ უნარებთან შედარებით, რომლებიც რეალურად მოთხოვნადია სამუშაო ადგილებზე, განსაკუთრებით ტექნიკური და პრაქტიკული მიმართულებებით.
საქართველოში უმუშევრობა სტრუქტურულად მაღალი რჩება, რაც ასახავს კვალიფიკაციის მუდმივ შეუსაბამობას და დასაქმების სუსტ სტიმულს დაბალი ხელფასების და ფულად გზავნილებსა და სოციალურ ტრანსფერებზე ფართოდ გავრცელებული დამოკიდებულების ფონზე.
სავალუტო ფონდის მონაცემებით, ფულადი გზავნილები და სოციალური დახმარებები დასაქმების საერთო მაჩვენებელს დაახლოებით 2,25 პროცენტული პუნქტით ამცირებს.
სავალუტო ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში კვლავ კვალიფიკაციის მნიშვნელოვანი და მდგრადი დისბალანსი ნარჩუნდება. შრომის ბაზრის კვლევის მონაცემები ადასტურებს ფართოდ გავრცელებულ ჭარბ განათლებას არასაკმარისი კვალიფიკაციის პარალელურად.
„2024 წელს სამუშაო ასაკის დასაქმებულთა 27% და ახალგაზრდების 36% იმ პოზიციებზე მუშაობდა, რომლებიც მათ განათლების დონეზე დაბალ კვალიფიკაციას მოითხოვდა. ამასთან, უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულთა 40% დასაქმებული იყო საშუალო ან დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოებზე. საპირისპიროდ, არასაკმარისი კვალიფიკაცია განსაკუთრებით შეინიშნებოდა მაღალპროდუქტიულ სექტორებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები (ICT), ფინანსები, მენეჯერული და პროფესიული საქმიანობა“, - ნათქვამია ანგარიშში.
მნიშვნელოვანი იყო ასევე სპეციალობისა და დასაქმების სფეროს შორის შეუსაბამობა: დასაქმებულთა მხოლოდ დაახლოებით ერთი მესამედი მუშაობდა იმ სფეროში, რომელიც მათ განათლებასა და პროფესიულ მომზადებას შეესაბამებოდა. ეს ტენდენციები მიუთითებს განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის სუსტ კავშირზე, ასევე მაღალი პროდუქტიულობის სექტორების შეზღუდულ შესაძლებლობაზე, შეითვისონ კვალიფიციური სამუშაო ძალა, აღნიშნულია IMF-ის კვლევაში.
IMF-ი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობისთვის ორ ურთიერთშემავსებელ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოკვეთს - ესაა უნარების შეუსაბამობის შემცირება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი უკეთ შესაბამისობაში მოყვანა და ასევე მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და დასაქმების მოტივაციის გაძლიერება.
პრიორიტეტულ ნაბიჯებს შორისაა:
სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სასწავლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მეტად დაახლოება;
პროფესიული განათლებისა და გადამზადების (VET) სისტემის გაძლიერება;
დამსაქმებლების მონაწილეობით სასწავლო პროგრამების, სტაჟირებებისა და პრაქტიკული მომზადების შესაძლებლობების გაფართოება;
დასაქმების ხელშემწყობი ინსტიტუტების, მათ შორის საჯარო დასაქმების სერვისებისა და კარიერული კონსულტირების სისტემის გაუმჯობესება.
„ეკონომიკურ სექტორებში მაღალკვალიფიციური მუშახელის დეფიციტის შესახებ მონაცემების გათვალისწინებით, ამ სექტორების მოდერნიზაციის მხარდამჭერი პოლიტიკა (მაგ., ინფორმაცია და კომუნიკაცია, ლოჯისტიკა, განახლებადი ენერგია) ხელს შეუწყობს კვალიფიციური მუშახელის ათვისებას და ამავდროულად შეამსუბუქებს იმ შეზღუდვებს, რომლებზეც კომპანიები საუბრობენ“, - ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოში უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონემ 14,4% შეადგინა, რაც 2025 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შეადრებით 0,3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
2025 წელს უმუშევრობის დონემ 13,9% შეადგინა, 2024 წელს - 13,9% , 2023 წელს - 16,4%, 2022 წელს - 17,3%, 2021 წელს - 20,6%.