პაპუაშვილი: საქართველო თავისი მდებარეობის გამო მიმზიდველია დასავლეთისთვის

© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2026
გამოწერა
საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს
თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სერიოზული დამაკავშირებელი რგოლია და ეს მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორებისთვის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ბოლო დროს საქართველო აქტიურად ცდილობს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამასობაში, ბევრი ექსპერტი ამტკიცებს, რომ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით თურქეთში ალტერნატიული მარშრუტის ამოქმედებით, საქართველომ შესაძლოა დაკარგოს მთავარი დამაკავშირებელი რგოლის როლი.
„ამას მნიშვნელობა აქვს ყველასთვის, მათ შორის, მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის ეს დამაკავშირებელი გზები და სხვა მიმართულებებიც სტრატეგიული პარტნიორობის, ეკონომიკური ურთიერთობის, ინვესტიციების და სხვა ქართული ეკონომიკის მომხიბვლელობიდან გამომდინარე. ეს არის საკითხები, რომელზეც საჭიროა საუბარი, თუ სად არის ეს ინტერესები. ამას ვთავაზობთ ჩვენ, სამართლიანი მიდგომით საუბარს“, - განაცხადა პაპუაშვილი.
როგორც მან აღნიშნა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი დაიწყო, სატრანსპორტო ნაკადები გადაერთო სამხრეთ კავკასიაზე და კერძოდ საქართველოზე, რომელზეც უდიდესი წილი გადის ამ დაკავშირების.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, „ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
ყველა ახალი ამბავი
0