https://sputnik-georgia.com/20260625/fotis-axali-portis-meore-navmiadgomis-mseneblobas-amerikuli-korporacia-daafinansebs-299326495.html
ფოთის ახალი პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობას ამერიკული კორპორაცია დააფინანსებს
ფოთის ახალი პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობას ამერიკული კორპორაცია დააფინანსებს
Sputnik საქართველო
პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება 25.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-25T17:51+0400
2026-06-25T17:51+0400
2026-06-25T17:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ფოთის მუნიციპალიტეტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252030944_0:152:1601:1052_1920x0_80_0_0_5e2dd85159d2312958cb67d1a311733b.jpg
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა, იუწყება საქართველოში აშშ-ს საელჩო. დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რაც ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის. საელჩოს ცნობით, ამ პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება ვაჭრობა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ. 2026 წლის იანვარ-მაისში ფოთის პორტში დამუშავდა 277.081 კონტეინერი (TEU), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,3%-ით მეტია.მათივე ცნობით, პროექტი ეფუძნება DFC-ისა და PACE Group-ის წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში 2020 წელს ფოთის ახალი საზღვაო პორტის ტერმინალის განვითარებისა და მშენებლობისთვის 50 მილიონი დოლარის სესხი გამოიყო. DFC აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტოა, რომლის ინვესტიციები ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის მყარ ეკონომიკურ შედეგებს უზრუნველყოფს და ხელს უწყობს აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. როგორც ქართული მედია წერს, Pace Group-მა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ნავმისადგომი 2022 წლის იანვარში გახსნა, ახალი სასესხო შეთანხმება კი მეორე ნავმისადგომის მშენებლობას და ნაყარი ტვირთების ტერმინალის მოწყობას შეეხება. PACE Group 1993 წელს დაფუძნდა და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ქართულ ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც ფოთის პორტში ოპერირებს ტვირთების გადაზიდვის, ინსპექტირების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და გემების სააგენტოს მიმართულებით. PACE Group -ის აქტივები 2024 წლის ბოლოს 300,6 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიის უკანასკნელი ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფის შემოსავალი ლოგისტიკური და სატრანსპორტო სერვისებიდან 132 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიას მისი ტერმინალის ტერიტორია ფოთის პორტის ოპერატორის - APM Terminals-ისგან გრძელვადიანი იჯარით აქვს აღებული. ფოთის პორტი დღეს ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს. მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით. ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს. საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს. ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა. 2013 წლის მაისში გაიხსნა წელიწადში 500.000 ტონა სიმძლავრის მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომელიც ცენტრალური აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ხორბლის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტია. ამას მოჰყვა ახალი შიდა კონტეინერული ტერმინალი 2014 წელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252030944_0:2:1601:1202_1920x0_80_0_0_784066333aec03ca649a48994897227e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ფოთის მუნიციპალიტეტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ფოთის მუნიციპალიტეტი
ფოთის ახალი პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობას ამერიკული კორპორაცია დააფინანსებს
პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან 25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა, იუწყება საქართველოში აშშ-ს საელჩო.
დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რაც ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
„პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება ვაჭრობა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ", - აღნიშულია ინფორმაციაში.
საელჩოს ცნობით, ამ პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება ვაჭრობა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ.
2026 წლის იანვარ-მაისში ფოთის პორტში დამუშავდა 277.081 კონტეინერი (TEU), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,3%-ით მეტია.
მათივე ცნობით, პროექტი ეფუძნება DFC-ისა და PACE Group-ის წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში 2020 წელს ფოთის ახალი საზღვაო პორტის ტერმინალის განვითარებისა და მშენებლობისთვის 50 მილიონი დოლარის სესხი გამოიყო.
DFC აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტოა, რომლის ინვესტიციები ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის მყარ ეკონომიკურ შედეგებს უზრუნველყოფს და ხელს უწყობს აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
როგორც ქართული მედია წერს, Pace Group-მა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ნავმისადგომი 2022 წლის იანვარში გახსნა, ახალი სასესხო შეთანხმება კი მეორე ნავმისადგომის მშენებლობას და ნაყარი ტვირთების ტერმინალის მოწყობას შეეხება.
PACE Group 1993 წელს დაფუძნდა და დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ქართულ ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც ფოთის პორტში ოპერირებს ტვირთების გადაზიდვის, ინსპექტირების, ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და გემების სააგენტოს მიმართულებით.
PACE Group -ის აქტივები 2024 წლის ბოლოს 300,6 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიის უკანასკნელი ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჯგუფის შემოსავალი ლოგისტიკური და სატრანსპორტო სერვისებიდან 132 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიას მისი ტერმინალის ტერიტორია ფოთის პორტის ოპერატორის - APM Terminals-ისგან გრძელვადიანი იჯარით აქვს აღებული.
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.
მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.
ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.
საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს.
ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.
2013 წლის მაისში გაიხსნა წელიწადში 500.000 ტონა სიმძლავრის მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომელიც ცენტრალური აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ხორბლის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტია. ამას მოჰყვა ახალი შიდა კონტეინერული ტერმინალი 2014 წელს.