https://sputnik-georgia.com/20260625/alaverdis-monastertan-turistuli-infrastruqtura-moewyoba-299322843.html
ალავერდის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
ალავერდის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
Sputnik საქართველო
პროექტის მიხედვით უნდა დაიგეგმოს სტუმართა მისაღები სივრცე, საინფორმაციო ცენტრი, საგამოფენო და საგანმანათლებლო ზონები, მოსასვენებელი ადგილები, სანიტარული... 25.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-25T12:22+0400
2026-06-25T12:22+0400
2026-06-25T12:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
კულტურა საქართველოში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0f/289468241_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_a1a52ea4c9bbd11051e2fc7f398278bc.jpg
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, შემეცნებით-ტურისტული სივრცისა და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირების კონკურსი გამოაცხადა.პროექტის მიზანია ალავერდის მონასტრის მნიშვნელობის გათვალისწინებით ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ერთიანად მოიცავს საინფორმაციო, საგანმანათლებლო და დასასვენებელ სივრცეებს. ამასთან, ვიზიტორთა ნაკადების მართვა უნდა გახდეს უფრო მარტივი, ორგანიზებული და უსაფრთხო.პროექტის მიხედვით უნდა დაიგეგმოს სტუმართა მისაღები სივრცე, საინფორმაციო ცენტრი, საგამოფენო და საგანმანათლებლო ზონები, მოსასვენებელი ადგილები, სანიტარული კვანძები, საფეხმავლო ბილიკები და ხედვის წერტილები.ასევე, უნდა მოეწყოს როგორც მსუბუქ ავტომობილებზე, ისე ტურისტულ ავტობუსებზე გათვლილი მრავალფუნქციური ავტოსადგომი, სადაც განთავსდება ელექტრომობილების დამტენი სადგურები.პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს მონასტრის განათების და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა, ასევე, გამწვანება - ადგილობრივი ბუნებრივი გარემოს მაქსიმალური შენარჩუნებით.ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტურისტული და საპარკინგე ინფრასტრუქტურა ადაპტირებული უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0f/289468241_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_cfbd4f347e6958029b366c711fe170f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, კახეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, კახეთი
ალავერდის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
პროექტის მიხედვით უნდა დაიგეგმოს სტუმართა მისაღები სივრცე, საინფორმაციო ცენტრი, საგამოფენო და საგანმანათლებლო ზონები, მოსასვენებელი ადგილები, სანიტარული კვანძები, საფეხმავლო ბილიკები და ხედვის წერტილები.
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, შემეცნებით-ტურისტული სივრცისა და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირების კონკურსი გამოაცხადა.
პროექტის მიზანია ალავერდის მონასტრის მნიშვნელობის გათვალისწინებით ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ერთიანად მოიცავს საინფორმაციო, საგანმანათლებლო და დასასვენებელ სივრცეებს. ამასთან, ვიზიტორთა ნაკადების მართვა უნდა გახდეს უფრო მარტივი, ორგანიზებული და უსაფრთხო.
პროექტის მიხედვით უნდა დაიგეგმოს სტუმართა მისაღები სივრცე, საინფორმაციო ცენტრი, საგამოფენო და საგანმანათლებლო ზონები, მოსასვენებელი ადგილები, სანიტარული კვანძები, საფეხმავლო ბილიკები და ხედვის წერტილები.
ასევე, უნდა მოეწყოს როგორც მსუბუქ ავტომობილებზე, ისე ტურისტულ ავტობუსებზე გათვლილი მრავალფუნქციური ავტოსადგომი, სადაც განთავსდება ელექტრომობილების დამტენი სადგურები.
პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს მონასტრის განათების და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა, ასევე, გამწვანება - ადგილობრივი ბუნებრივი გარემოს მაქსიმალური შენარჩუნებით.
ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტურისტული და საპარკინგე ინფრასტრუქტურა ადაპტირებული უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.