მშობლების საყურადღებოდ: თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაცია იწყება

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2026
გამოწერა
რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე განხორციელდება.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 24:00 საათამდე.
პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები:
თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები;
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები;
თბილისში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;
სამხედრო მოსამსახურეთა შვილები;
ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);
თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 13 ივლისის 10:00 საათზე და გაგრძელდება 19 ივლისის 24:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.
რაც შეეხება რეგისტრაციის მესამე ეტაპს, ის ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.
ყველა ახალი ამბავი
0