https://sputnik-georgia.com/20260624/ruset-ukrainis-konfliqti-299377300.html
ნატოსა და უკრაინის ამოცანა - რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ბაზების გაუვნებელყოფა
ნატოსა და უკრაინის ამოცანა - რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ბაზების გაუვნებელყოფა
Sputnik საქართველო
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება და 2027 წელს საჰაერო-კოსმოსური ძალების აეროდრომების „გამორთვას“ გეგმავს რთული... 24.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-24T15:19+0400
2026-06-24T15:19+0400
2026-06-28T08:19+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
მიმოხილვები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/10/278659249_0:117:2579:1568_1920x0_80_0_0_f2d80ea1a23fc4937a95f0b88b492b9a.jpg
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება და 2027 წელს საჰაერო-კოსმოსური ძალების აეროდრომების „გამორთვას“ გეგმავს რთული ჰიბრიდული მეთოდებით, არსებული (ტრადიციული) დამაზიანებელი საშუალებების სპექტრის მიღმა. გამოცხადებულია საერთაშორისო კონკურსი „ახალი ომის გენიოსებისთვის“, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტიანი უპილოტო, ჯგუფური, რობოტიზებული, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული და სხვა „გამოგონებების“ შეთავაზება. ინოვაციების მიზანია, რუსეთის დამრტყმელი ავიაციის სწრაფად და სამუდამოდ„მიწაზე მიჯაჭვება“.ნატოს ტრანსფორმაციის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბმა 23 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის შესაძლებლობა, „დაცული უკანა აეროდრომებიდან საჰაერო ძალის პროეცირება მოახდინოს, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასიმეტრიად რჩება“. დასავლეთში არსებული დამაზიანებელი საშუალებები არაეფექტიანია, ამიტომ გამოცხადდა უპილოტო, რობოტიზებული და სხვა ტექნოლოგიების ინოვაციური კონკურსი ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით, „რომლებიც მოწინააღმდეგეს საავიაციო ინფრასტრუქტურის გამოყენებას სამუდამოდ შეუზღუდავს - თვითმფრინავების, ასაფრენ-დასაფრენი ზოლების, საწვავისა და საბრძოლო მასალის საცავების, სახმელეთო ინფრასტრუქტურის“.მნიშვნელოვანია ოპერატიულობა. პროექტების მიღება 20 ივლისამდე გაგრძელდება. არ განიხილება აეროდრომების „ბლოკირების“ ისეთი ინოვაციური იდეები, რომელთა დანერგვას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდება. რუსეთის მიერ საკუთარი ავიაბაზების გამოყენების „აღკვეთის“ ეფექტიანი ვარიანტებისთვის ორგანიზატორები გამომგონებლებს 250 000 ევრომდე ოდენობის ჯილდოს ჰპირდებიან. აქ აშკარად იკვეთება ტერორიზმის წახალისება, თუმცა „კერძო სექტორი“ პირველად არ გამოიყენება იმისთვის, რომ ნატოს ქვეყნების მიერ რუსეთისა და სხვა ქვეყნების აეროდრომებზე მომავალი (სავარაუდო) ტერორისტული აქტებისათვის სახელმწიფო პასუხისმგებლობა გაიფანტოს.თავად სქემა ახალი არ არის. კოსმოსური კავშირის სისტემა Starlink ილონ მასკს ეკუთვნის, თუმცა, ამ „კერძო“ ინსტრუმენტს პენტაგონს არასოდეს და ვერავინ ჩამოართმევს. კიდევ ერთი მაგალითი: ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები Hornet (150 კმ-მდე მოქმედების რადიუსით და 5 კგ-მდე საბრძოლო დატვირთვით) ამერიკული კომპანიის მიერ იწარმოება, რომლის მფლობელიც Google-ის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი ერიკ შმიდტია. უკრაინის პროქსი-არმიამ 2026 წლის გაზაფხულიდან ასეთი დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღო. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ცენტრ „რუბიკონს“ 500 „ჰორნეტის“ განადგურება აქვს დაფიქსირებული. და ეს შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადების საფუძველს არ წარმოადგენს, რადგან Hornet კერძო ინოვაციაა, უბრალოდ ბიზნესი.ტერორიზმის დასავლელი სპონსორები იმედოვნებენ, რომ გამომგონებლები რუსეთის ავიაბაზებისთვის რაიმე მზაკვრულად გამანადგურებელ საშუალებას მოიფიქრებენ: „ყოველი გაფრენა აეროდრომიდან იწყება. ყოველი აეროდრომი მოწყვლადი ადგილია. თუ მისი მუდმივად ბლოკირება მოხერხდება, მოწინააღმდეგის საჰაერო კამპანია ჩაიშლება“. აგრესორებს სჭირდებათ სისტემები, რომლებსაც „ადამიანის მუდმივი კონტროლის“ გარეშე მუშაობა შეეძლებათ, GPS-სიგნალის არარსებობის, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედებისა და ნებისმიერი კლიმატური პირობების ფონზე, თითქოს ნატოს ქვეყნების მონაწილეობის გარეშე.აშშ-ის არმია ორ სპეციალიზებულ პოლიგონს შლის, სადაც უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრის რეალური პირობები აღდგება: რადიოელექტრონული ბრძოლის ინტენსიური გამოყენება, დრონებისა და მათთან ბრძოლის საშუალებების მასობრივი გამოყენება. პენტაგონი ხანგრძლივი გამოფიტვის ომისთვის ემზადება. უდავოა, რომ რეინჯერები მხოლოდ სპარსეთის ყურეში ახალი კამპანიისთვის არ ემზადებიან.ამერიკული ავტოკონცერნებიც კი (General Motors და Ford) საკუთარ საწარმოო სიმძლავრეებზე Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებისა და Patriot-ის საზენიტო სისტემების წარმოებას იწყებენ. აშშ-მა რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე დიალოგი სრულად გაყინა და ნებისმიერ ორმხრივ პრობლემას უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებას უკავშირებს, ვაშინგტონის „რეცეპტებისა” და მისწრაფებების შესაბამისად.მთელი დასავლეთ ევროპა სერიოზულად არის განწყობილი რუსეთთან ომისთვის, აშშ-ის მონაწილეობის გარეშეც კი. ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ივნისის დასაწყისში შეთანხმდნენ უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივ წარმოებაზე. ინგლისურ-ფრანგული წარმოების ფრთოსანმა რაკეტებმა Storm Shadow-მა 22 ივნისს ვორონეჟზე მიიტანა იერიში. მათ კი გაცილებით შორს, 550 კმ-მდე შეუძლიათ ფრენა. ასეთი გეოპოლიტიკური თავხედობა დაუსჯელობის შედეგია.ნატოს უკრაინელმა მარიონეტებმა მაისის ბოლოს ყირიმის „ლოგისტიკური ბლოკადა“ გამოაცხადეს, რომლის ფარგლებშიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა აპირებს, „სისტემატურად გაანადგუროს რუსეთის საწყობები, ტექნიკა, სამეთაურო პუნქტები და მომარაგების გზები ოპერატიულ სიღრმეში“. რა უშლის ხელს რუსეთს, სარკისებურად და ოპერატიულად „მიწასთან გაასწოროს“ დნეპრზე არსებული ყველა ხიდი (მათი რაოდენობა ოდნავ აღემატება ოცს) და ამით სრულად დაბლოკოს უკრაინის პროქსი-არმიის მარცხენა სანაპიროზე განლაგებული დაჯგუფების ლოგისტიკა?ირანმა მკაცრად დაარწმუნა აშშ, რომ ბრძოლის ველზე მასთან დაპირისპირება არ ღირს — ორ თვეში. რუსეთმა, რომელსაც გაცილებით დიდი სამხედრო პოტენციალი აქვს, ეს ბანდერეველების მარიონეტების ხელმძღვანელებთან ოთხი წლის განმავლობაში ვერ შეძლო. აშკარაა, დადგა დრო სპეციალური სამხედრო ოპერაციის სტრატეგიის შეცვლის, სამიზნეების სპექტრის გაფართოების და უკრაინის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო ლოგისტიკის გადამწყვეტი განადგურების (აუცილებელი არაა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება). ამის შემდეგ, მოწინააღმდეგის გამაგრებული ქალაქების შტურმი თვეების განმავლობაში აღარ იქნება საჭირო, ვინაიდან საბრძოლო მასალის, საწვავისა და სურსათის გარეშე უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტი ერთ თვეში ჩამოიშლება.კრემლის მოთმინება იწურება. სააგენტო Reuters-მა 23 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „რუსეთმა შეერთებული შტატები დაადანაშაულა იმ „შეთანხმებების“ შეუსრულებლობაში, რომლებსაც პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა გასული წლის აგვისტოში ალასკაზე მიაღწიეს...“ მოსკოვი მიიჩნევს, რომ აშშ უკრაინულ უპილოტო და სარაკეტო თავდასხმებს ხელს უწყობს. დარტყმების პოლიტიკური ამორტიზაციის ხარისხი მცირდება. სტრატეგიული საფრთხეები იზრდება, მაშინაც კი, თუ დასავლეთის „წმინდა ძროხები“ მკაცრ რეალობას ვერ გრძნობენ.სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა Berliner Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება რთული იქნება, რადგან ის უკვე დაიწყო, თუმცა, არაოფიციალურად. რაც უნდა იყოს, რუსეთი საკუთარი მიზნების მიღწევას სამხედრო საშუალებებით აპირებს. და მაშინაც კი, თუ მთელი დასავლეთი უკრაინის პროქსი-არმიაზე მუშაობს, მთავარი ის არის, რომ რუსეთის ბირთვული შეკავების ძალებისთვის უკრაინის არმიის უპილოტო აპარატებისა და ნატოს ჯარების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/10/278659249_0:0:2245:1684_1920x0_80_0_0_db53e9e1eeeaec4b926d689581fe5309.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება და 2027 წელს საჰაერო-კოსმოსური ძალების აეროდრომების „გამორთვას“ გეგმავს რთული ჰიბრიდული მეთოდებით, არსებული (ტრადიციული) დამაზიანებელი საშუალებების სპექტრის მიღმა. გამოცხადებულია საერთაშორისო კონკურსი „ახალი ომის გენიოსებისთვის“, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტიანი უპილოტო, ჯგუფური, რობოტიზებული, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული და სხვა „გამოგონებების“ შეთავაზება. ინოვაციების მიზანია, რუსეთის დამრტყმელი ავიაციის სწრაფად და სამუდამოდ„მიწაზე მიჯაჭვება“.
ნატოს ტრანსფორმაციის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბმა 23 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის შესაძლებლობა, „დაცული უკანა აეროდრომებიდან საჰაერო ძალის პროეცირება მოახდინოს, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასიმეტრიად რჩება“. დასავლეთში არსებული დამაზიანებელი საშუალებები არაეფექტიანია, ამიტომ გამოცხადდა უპილოტო, რობოტიზებული და სხვა ტექნოლოგიების ინოვაციური კონკურსი ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით, „რომლებიც მოწინააღმდეგეს საავიაციო ინფრასტრუქტურის გამოყენებას სამუდამოდ შეუზღუდავს - თვითმფრინავების, ასაფრენ-დასაფრენი ზოლების, საწვავისა და საბრძოლო მასალის საცავების, სახმელეთო ინფრასტრუქტურის“.
მნიშვნელოვანია ოპერატიულობა. პროექტების მიღება 20 ივლისამდე გაგრძელდება. არ განიხილება აეროდრომების „ბლოკირების“ ისეთი ინოვაციური იდეები, რომელთა დანერგვას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდება. რუსეთის მიერ საკუთარი ავიაბაზების გამოყენების „აღკვეთის“ ეფექტიანი ვარიანტებისთვის ორგანიზატორები გამომგონებლებს 250 000 ევრომდე ოდენობის ჯილდოს ჰპირდებიან. აქ აშკარად იკვეთება ტერორიზმის წახალისება, თუმცა „კერძო სექტორი“ პირველად არ გამოიყენება იმისთვის, რომ ნატოს ქვეყნების მიერ რუსეთისა და სხვა ქვეყნების აეროდრომებზე მომავალი (სავარაუდო) ტერორისტული აქტებისათვის სახელმწიფო პასუხისმგებლობა გაიფანტოს.
თავად სქემა ახალი არ არის. კოსმოსური კავშირის სისტემა Starlink ილონ მასკს ეკუთვნის, თუმცა, ამ „კერძო“ ინსტრუმენტს პენტაგონს არასოდეს და ვერავინ ჩამოართმევს. კიდევ ერთი მაგალითი: ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები Hornet (150 კმ-მდე მოქმედების რადიუსით და 5 კგ-მდე საბრძოლო დატვირთვით) ამერიკული კომპანიის მიერ იწარმოება, რომლის მფლობელიც Google-ის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი ერიკ შმიდტია.
უკრაინის პროქსი-არმიამ 2026 წლის გაზაფხულიდან ასეთი დრონების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღო. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ცენტრ „რუბიკონს“ 500 „ჰორნეტის“ განადგურება აქვს დაფიქსირებული. და ეს შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადების საფუძველს არ წარმოადგენს, რადგან Hornet კერძო ინოვაციაა, უბრალოდ ბიზნესი.
ტერორიზმის დასავლელი სპონსორები იმედოვნებენ, რომ გამომგონებლები რუსეთის ავიაბაზებისთვის რაიმე მზაკვრულად გამანადგურებელ საშუალებას მოიფიქრებენ: „ყოველი გაფრენა აეროდრომიდან იწყება. ყოველი აეროდრომი მოწყვლადი ადგილია. თუ მისი მუდმივად ბლოკირება მოხერხდება, მოწინააღმდეგის საჰაერო კამპანია ჩაიშლება“. აგრესორებს სჭირდებათ სისტემები, რომლებსაც „ადამიანის მუდმივი კონტროლის“ გარეშე მუშაობა შეეძლებათ, GPS-სიგნალის არარსებობის, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების ზემოქმედებისა და ნებისმიერი კლიმატური პირობების ფონზე, თითქოს ნატოს ქვეყნების მონაწილეობის გარეშე.
აშშ-ის არმია ორ სპეციალიზებულ პოლიგონს შლის, სადაც უკრაინის სამხედრო მოქმედებების თეატრის რეალური პირობები აღდგება: რადიოელექტრონული ბრძოლის ინტენსიური გამოყენება, დრონებისა და მათთან ბრძოლის საშუალებების მასობრივი გამოყენება. პენტაგონი ხანგრძლივი გამოფიტვის ომისთვის ემზადება. უდავოა, რომ რეინჯერები მხოლოდ სპარსეთის ყურეში ახალი კამპანიისთვის არ ემზადებიან.
ამერიკული ავტოკონცერნებიც კი (General Motors და Ford) საკუთარ საწარმოო სიმძლავრეებზე Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებისა და Patriot-ის საზენიტო სისტემების წარმოებას იწყებენ. აშშ-მა რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე დიალოგი სრულად გაყინა და ნებისმიერ ორმხრივ პრობლემას უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირებას უკავშირებს, ვაშინგტონის „რეცეპტებისა” და მისწრაფებების შესაბამისად.
მთელი დასავლეთ ევროპა სერიოზულად არის განწყობილი რუსეთთან ომისთვის, აშშ-ის მონაწილეობის გარეშეც კი. ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ივნისის დასაწყისში შეთანხმდნენ უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ერთობლივ წარმოებაზე. ინგლისურ-ფრანგული წარმოების ფრთოსანმა რაკეტებმა Storm Shadow-მა 22 ივნისს ვორონეჟზე მიიტანა იერიში. მათ კი გაცილებით შორს, 550 კმ-მდე შეუძლიათ ფრენა. ასეთი გეოპოლიტიკური თავხედობა დაუსჯელობის შედეგია.
ნატოს უკრაინელმა მარიონეტებმა მაისის ბოლოს ყირიმის „ლოგისტიკური ბლოკადა“ გამოაცხადეს, რომლის ფარგლებშიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა აპირებს, „სისტემატურად გაანადგუროს რუსეთის საწყობები, ტექნიკა, სამეთაურო პუნქტები და მომარაგების გზები ოპერატიულ სიღრმეში“. რა უშლის ხელს რუსეთს, სარკისებურად და ოპერატიულად „მიწასთან გაასწოროს“ დნეპრზე არსებული ყველა ხიდი (მათი რაოდენობა ოდნავ აღემატება ოცს) და ამით სრულად დაბლოკოს უკრაინის პროქსი-არმიის მარცხენა სანაპიროზე განლაგებული დაჯგუფების ლოგისტიკა?
ირანმა მკაცრად დაარწმუნა აშშ, რომ ბრძოლის ველზე მასთან დაპირისპირება არ ღირს — ორ თვეში. რუსეთმა, რომელსაც გაცილებით დიდი სამხედრო პოტენციალი აქვს, ეს ბანდერეველების მარიონეტების ხელმძღვანელებთან ოთხი წლის განმავლობაში ვერ შეძლო. აშკარაა, დადგა დრო სპეციალური სამხედრო ოპერაციის სტრატეგიის შეცვლის, სამიზნეების სპექტრის გაფართოების და უკრაინის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო ლოგისტიკის გადამწყვეტი განადგურების (აუცილებელი არაა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება). ამის შემდეგ, მოწინააღმდეგის გამაგრებული ქალაქების შტურმი თვეების განმავლობაში აღარ იქნება საჭირო, ვინაიდან საბრძოლო მასალის, საწვავისა და სურსათის გარეშე უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტი ერთ თვეში ჩამოიშლება.
კრემლის მოთმინება იწურება. სააგენტო Reuters-მა 23 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „რუსეთმა შეერთებული შტატები დაადანაშაულა იმ „შეთანხმებების“ შეუსრულებლობაში, რომლებსაც პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა გასული წლის აგვისტოში ალასკაზე მიაღწიეს...“ მოსკოვი მიიჩნევს, რომ აშშ უკრაინულ უპილოტო და სარაკეტო თავდასხმებს ხელს უწყობს. დარტყმების პოლიტიკური ამორტიზაციის ხარისხი მცირდება. სტრატეგიული საფრთხეები იზრდება, მაშინაც კი, თუ დასავლეთის „წმინდა ძროხები“ მკაცრ რეალობას ვერ გრძნობენ.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა Berliner Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება რთული იქნება, რადგან ის უკვე დაიწყო, თუმცა, არაოფიციალურად. რაც უნდა იყოს, რუსეთი საკუთარი მიზნების მიღწევას სამხედრო საშუალებებით აპირებს. და მაშინაც კი, თუ მთელი დასავლეთი უკრაინის პროქსი-არმიაზე მუშაობს, მთავარი ის არის, რომ რუსეთის ბირთვული შეკავების ძალებისთვის უკრაინის არმიის უპილოტო აპარატებისა და ნატოს ჯარების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე