რა პროგრამები ხორციელდება თბილისში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის

© photo: Sputnik / Sergey Pivovarov / გადასვლა მედიაბანკშისაცურაო აუზი
საცურაო აუზი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2026
გამოწერა
მერიის ინფორმაციით, პროგრამები მიზნად ისახავს მათ საგანმანათლებლო, შემოქმედებით, სპორტულ და ფინანსურ მხარდაჭერას
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
კალაძის თქმით, პროგრამები მიზნად ისახავს მათ საგანმანათლებლო, შემოქმედებით, სპორტულ და ფინანსურ მხარდაჭერას - პროგრამებით სარგებლობა შეუძლიათ დედაქალაქში რეგისტრირებულ იმ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია.
თბილისის მერია ყოველწლიურად ათასობით მოზარდს აფინანსებს სხვადასხვა შემოქმედებით და სპორტულ წრეზე:
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლები: 18 წლამდე პირთა უფასო სწავლება მუსიკალური, ქორეოგრაფიული, ინტელექტუალური და საგანმანათლებლო მიმართულებებით.
ხელოვნების სკოლები: სრული დაფინანსება მუსიკალურ და სამხატვრო სასწავლებლებში.
სპორტული სკოლები და საცურაო აუზები: მოზარდებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტულ სექციებსა და აუზებზე ვიზიტი სრულად ფინანსდება.
თბილისის მერიის ცნობით, მოსწავლე-ახალგაზრდებს სამივე პროგრამის ფარგლებში თითო სახეობის/წრით სარგებლობის უფლება აქვთ. კერძოდ, ერთ მოსწავლეს სამი სხვადასხვა სახეობის არჩევა შეუძლია.
მომსახურების მიღება სასწავლო დაწესებულებების, ასევე მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ადმინისტრაციისადმი განცხადებით მიმართვის საფუძველზეა შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0