მსოფლიო ჩემპიონატზე 38 წლის თავდამსხმელმა ახალი მიღწევა დაამყარა და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის, მიროსლავ კლოზეს რეკორდი გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზეც მუნდიალებზე 16 გოლი იყო.ისტორიული მოვლენა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ავსტრიის წინააღმდეგ მოხდა. მესიმ დუბლი შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი გატანილი ბურთების რაოდენობა 18-მდე გაზარდა, რითაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.მანამდე, ალჟირის წინააღმდეგ გამართულ სასტარტო შეხვედრაში, არგენტინელმა ასევე ჩაწერა თავისი სახელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ჰეთ-თრიკის შესრულებით იგი გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში მინიმუმ ორი გოლის გატანა შეძლო.
არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის გადაწერას აგრძელებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე 38 წლის თავდამსხმელმა ახალი მიღწევა დაამყარა და გერმანიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის, მიროსლავ კლოზეს რეკორდი გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზეც მუნდიალებზე 16 გოლი იყო.
ისტორიული მოვლენა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ავსტრიის წინააღმდეგ მოხდა. მესიმ დუბლი შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი გატანილი ბურთების რაოდენობა 18-მდე გაზარდა, რითაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მანამდე, ალჟირის წინააღმდეგ გამართულ სასტარტო შეხვედრაში, არგენტინელმა ასევე ჩაწერა თავისი სახელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ჰეთ-თრიკის შესრულებით იგი გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში მინიმუმ ორი გოლის გატანა შეძლო.
მარცხნიდან მარჯვნივ: ლიონელ მესი (არგენტინა), ენცო პერესი (არგენტინა), გონსალო იგუაინი (არგენტინა) არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებებს შორის გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში გატანილ გოლს აღნიშნავენ.