ინოვაციები და ციფრული ტექნოლოგიები: საქართველო-ყაზახეთს შორის თანამშრომლობის ახალი თემები

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaყაზახეთის დელეგაცია ეკომონიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე
ყაზახეთის დელეგაცია ეკომონიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2026
გამოწერა
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველომ და ყაზახეთმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან ერთად, ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილე როსტისლავ კონიაშკინთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ასევე აღინიშნა რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობა და საერთო პლატფორმებზე პოზიციონირების მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ტექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარებას.
მხარეებმა ასევე განიხილეს კონკრეტული ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები, რომლებიც მიმართულია ორივე ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის მხარდაჭერასა და კავშირების განმტკიცებაზე.
საქართველო და ყაზახეთი
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ინიციატივით, 2021 წლის მარტში თბილისში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა, რომლის მიზანიც ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობის, ტურიზმისა და კულტურული კავშირების განვითარების ხელშეწყობაა.
გაერთიანების დამფუძნებლები არიან კომპანიები, რომლებიც შექმნილია და საქმიანობენ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით. უახლოეს მომავალში საქართველო და ყაზახეთი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას გეგმავენ.
ყველა ახალი ამბავი
0