იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

© photo: Sputnik / Stringerთევზჭერა
თევზჭერა - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2026
გამოწერა
ელექტროიარაღით თევზჭერა რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მოქალაქე სოფელ ვარძიაში მდინარე ბორიმელაზე კუსტარულად დამზადებული ელექტროიარაღის საშუალებით უკანონოდ იჭერდა თევზს.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღებაც კანონით დასჯადი ქმედებაა.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, ელექტროიარაღით ან სხვა აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0