ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის ბილეთები 30-ის ნაცვლად 90 დღით ადრე გაიყიდება

© photo: courtesy of Press service of Azerbaijan Railwaysმატარებელი
მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2026
გამოწერა
აზერბაიჯანში შესვლა დაშვებულია მხოლოდ თვითმფრინავითა და მატარებლით, რაც იწვევს მაღალ მოთხოვნას საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით მატარებლის რეისებზე.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, უახლოეს დღეებში ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მოძრავ მატარებლებზე ბილეთების გაყიდვის აქტიური პერიოდი 30-დან 90 დღემდე გაიზრდება, იუწყება „პირველი არზი“ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეგულარული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, 2026 წლის 26 მაისს ოფიციალურად აღდგა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მაღალი მოთხოვნის გამო, ბილეთები მოკლე დროში იყიდება. მგზავრთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი 11 ივნისიდან აზერბაიჯანულმა მხარემ აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავ შემადგენლობებს ვაგონები დაამატა.
„აზერბაიჯანის რკინიგზაში" ბილეთები იყიდება როგორც ონლაინ, ისე რკინიგზის სალაროებში.
ამჟამად აზერბაიჯანიდან საქართველოში, ისევე როგორც საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით არსებულ რეისებზე მომდევნო 30-დღიანი პერიოდისთვის ბილეთების უმეტესობა უკვე გაყიდულია.
სხვა მეზობელი ქვეყნების მსგავსად, აზერბაიჯანს საქართველოსთანაც ჩაკეტილი აქვს სახმელეთო საზღვარი. შედეგად, აზერბაიჯანში საქართველოდან ჩასვლა მხოლოდ სარკინიგზო და საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ჯერჯერობით ბოლო გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრის გახსნა ივლისამდე აქვს გადადებული.
ყველა ახალი ამბავი
0