https://sputnik-georgia.com/20260624/4-pirs-patimroba-sheeparda-299307395.html
შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე: სასამართლომ 4 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე: სასამართლომ 4 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
Sputnik საქართველო
4 ოქტომბერს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა"... 24.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-24T16:51+0400
2026-06-24T16:51+0400
2026-06-24T16:51+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი დამნაშავედ ცნო. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი მარიამ მეყანწიშვილი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, ის სასამართლოს ეზოში იმყოფებოდა. აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავდა. მათგან 8 პირმა (ალექსანდრე ხაბეიშვილმა, ბექა ქელეხსაშვილმა, გიორგი მუმლაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გურიელ ქარდავამ, ავთანდილ სურმანიძემ და ვახტანგ ფიცხელაურმა) 10 ივნისს ბრალი აღიარა და მათ 3-წლიანი პირობითი მსჯავრით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. რაც შეეხებათ, მარიამ მეყანწიშვილს, ნანა სანდერს, აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს, მათ ბრალი არ აღიარეს. მარიამ მეყანწიშვილს საგამოძიებო უწყება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავება, ნანა სანდერს - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ასევე მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. აბო ნავერიანს და ანტონ უპერს ბრალი ედებათ ჯგუფურ ძალადობაში, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებასა და ბლოკირების მცდელობაში. პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა 2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე. დაკავებულთაგან 34-მა პირმა გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - ყველა მათგანმა აღიარა დანაშაული და გათავისუფლდნენ 3-წლის ვადით პირობითი მსჯავრით. გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს. 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის ორგანიზატორებს, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს მოხდა, ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, ოპოზიციონერებს — პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე: სასამართლომ 4 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
4 ოქტომბერს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი მარიამ მეყანწიშვილი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, ის სასამართლოს ეზოში იმყოფებოდა.
აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავდა. მათგან 8 პირმა (ალექსანდრე ხაბეიშვილმა, ბექა ქელეხსაშვილმა, გიორგი მუმლაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გურიელ ქარდავამ, ავთანდილ სურმანიძემ და ვახტანგ ფიცხელაურმა) 10 ივნისს ბრალი აღიარა და მათ 3-წლიანი პირობითი მსჯავრით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
რაც შეეხებათ, მარიამ მეყანწიშვილს, ნანა სანდერს, აბო ნავერიანსა და ანტონ უპერს, მათ ბრალი არ აღიარეს.
მარიამ მეყანწიშვილს საგამოძიებო უწყება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავება, ნანა სანდერს - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ასევე მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. აბო ნავერიანს და ანტონ უპერს ბრალი ედებათ ჯგუფურ ძალადობაში, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებასა და ბლოკირების მცდელობაში.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
დაკავებულთაგან 34-მა პირმა გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - ყველა მათგანმა აღიარა დანაშაული და გათავისუფლდნენ 3-წლის ვადით პირობითი მსჯავრით.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის ორგანიზატორებს, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს მოხდა, ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, ოპოზიციონერებს — პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.