4 ოქტომბრის საქმე: საპროცესო შეთანხმება კიდევ 12 პირს გაუფორმდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2026
გამოწერა
საქმის ყველა ფიგურანტს ბრალად ედებათ პირთა ჯგუფის მიერ სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 13 პირი დამნაშავედ ცნო, მათგან 12-თან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
კერძოდ, აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებული 13 პირიდან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეა, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიაა, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილსა და ბექა მაჭავარიანი - საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხადა მანუჩარ მიქელაძემ და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ქართული კანონმდებლობის თანახმად, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაკავების მომენტიდან იწყება. საბა კორძაიას (რომელიც ასევე ფიგურირებს სხვა სისხლის სამართლის საქმეში) და მანუჩარ მიქელაძის გარდა, 11 ბრალდებული თავისუფლებაზე გასვლას უკვე ოთხ თვეში შეძლებს.
საქმის ყველა ფიგურანტს ბრალად ედებათ პირთა ჯგუფის მიერ სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
დაკავებულთაგან 34-მა პირმა გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - ყელა მათგანმა აღიარა დანაშაული და გათავისუფლდნენ 3-წლის ვადით პირობითი მსჯავრით.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის ორგანიზატორებს, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს მოხდა, ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, ოპოზიციონერებს — პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
ყველა ახალი ამბავი
0