https://sputnik-georgia.com/20260623/vachroba-saqartvelos-da-rusets-shoris-299279069.html
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა აქტიურად ხორციელდება 23.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-23T10:49+0400
2026-06-23T10:49+0400
2026-06-23T10:49+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/17/289138471_0:256:1600:1156_1920x0_80_0_0_b241d0b9209494c6c974d4d49564ec14.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 16,6%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.„საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის, მეზობელი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2026 წლის იანვარ-მაისში 11,8% შეადგინა.მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 68,7 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 19,2 ათასი ტონა შაქრის შემცველი მინერალური და გაზიანი წყალი, 19,1 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 10,5 ათასი სპირტიანი სასმელები, ასევე 2,7 ათასი ტონა ხილი და კაკალი.რუსეთი საქართველოში მარცვლეულის და ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 128,4 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.რუსეთიდან ასევე შემოვიდა 390,4 ათასი ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 309,4 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნახშირბადები - 30,2 ათასი ტონა, 13,2 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი და ა.შ.2025 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2024 წელთან შედარებით, დაახლოებით 6,3%-ით გაიზარდა და 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა. ამასთან, გასულ წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 10,3%-ით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი 6,3%-ით გაიზარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/17/289138471_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_73ba42d499ede223b4fb33d144b29c34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქსტატი
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქსტატი
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა აქტიურად ხორციელდება
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 16,6%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის, მეზობელი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 2026 წლის იანვარ-მაისში 11,8% შეადგინა.
საქართველოსა და რუსეთს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2026 წლის იანვარ-მაისში
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 248,7 | 0,7 |
იმპორტი | 983,4 | 21,5 |
სულ | 1 232,1 | 12,2 |
მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 68,7 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 19,2 ათასი ტონა შაქრის შემცველი მინერალური და გაზიანი წყალი, 19,1 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 10,5 ათასი სპირტიანი სასმელები, ასევე 2,7 ათასი ტონა ხილი და კაკალი.
2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-5
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
ღვინო | 55,9 | -2,9 |
სპირტიანი სასმელები | 45,2 | -15,4 |
მინერალური წყლები | 37,2 | 6,9 |
ხილი და კაკალი | 24,7 | 39,7 |
ლიმონათი | 17,7 | -12,4 |
რუსეთი საქართველოში მარცვლეულის და ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 128,4 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 390,4 ათასი ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 309,4 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნახშირბადები - 30,2 ათასი ტონა, 13,2 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი და ა.შ.
2026 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ტოპ-5
საქონელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა, % |
ნავთობი და ნავთობპროდუქტები | 219,9 | -9,7 |
ნედლი ნავთობი | 161,4 | 76 227,1 |
ხორბალი და მესლინი | 33,3 | 19,3 |
მზესუმზირის ზეთი | 20,2 | 17,3 |
ნახშირბადები | 20,2 | 260,5 |
2025 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2024 წელთან შედარებით, დაახლოებით 6,3%-ით გაიზარდა და 2,7 მლრდ დოლარი შეადგინა. ამასთან, გასულ წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 10,3%-ით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი 6,3%-ით გაიზარდა.