https://sputnik-georgia.com/20260623/saqartveloshi-mcxovrebi-koveli-mesame-migranti-rusetidanaa-299296253.html
სტატისტიკა: საქართველოში მუდმივად მცხოვრები ყოველი მესამე მიგრანტი რუსეთიდანაა
სტატისტიკა: საქართველოში მუდმივად მცხოვრები ყოველი მესამე მიგრანტი რუსეთიდანაა
Sputnik საქართველო
საქართველოში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით ხუთჯერ გაიზარდა. 23.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-23T20:59+0400
2026-06-23T20:59+0400
2026-06-23T20:59+0400
საქართველო
საქსტატი
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24475/55/244755577_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_d4fc056e5eccb41500044740dd6febbd.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელების თითქმის მესამედი რუსეთის მოქალაქეა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, „საქსტატის“ მასალებში.„საქსტატმა“ მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის აღწერის ძირითადი შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. წინასწარი მონაცემები 2025 წლის ივნისის ბოლოსა და 2026 წლის აპრილში გამოქვეყნდა.საქართველოში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით (საქართველოს მოსახლეობის წინა აღწერის თარიღი, რედ. შენიშვნა) ხუთჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ წინა აღწერის მიხედვით საქართველოში მუდმივად 7 620 რუსეთის მოქალაქე ცხოვრობდა, 2024 წლის აღწერით მათმა რაოდენობამ 37 715 შეადგინა.მთლიანობაში, 2024 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობამ 133 857 ადამიანი შეადგინა.უცხოელებს შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების გარდა, ჭარბობენ ინდოეთის (23 925 ადამიანი), უკრაინის (11 542 ადამიანი), აზერბაიჯანის (8 309 ადამიანი) და სომხეთის (5 381 ადამიანი) მოქალაქეები.2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 2,5%-ით გაიზარდა და 3 775 415 ადამიანი შეადგინა, თუმცა მათი წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 99,2%-დან 96,1%-მდე შემცირდა.გარდა ამისა, ეთნიკური ქართველების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 2,5%-ით გაიზარდა და 3 304 075 ადამიანი შეადგინა, მაგრამ მათი წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 86,8%-დან 84,1%-მდე შემცირდა.რაოდენობრივად მეორე ეთნიკურ ჯგუფს შეადგენენ აზერბაიჯანელები – 268 832 ადამიანი (6,8%), რომელთა რაოდენობაც 15,4 პროცენტით გაიზარდა.მესამე ჯგუფია ეთნიკური სომხები – 169 296 ადამიანი (4,3%), რომელთა რაოდენობაც 2014 წლის აღწერასთან შედარებით 0,7%-ით გაიზარდა.ეთნიკური რუსების რაოდენობა აღწერებს შორის პერიოდში 60,8%-ით გაიზარდა და 42 545 ადამიანი შეადგინა. ინდოელების რაოდენობა 446-დან 23 996 ადამიანამდე გაიზარდა. უკრაინელების რაოდენობა 139,4%-ით გაიზარდა და 14 443 ადამიანი შეადგინა, ხოლო არაბების რაოდენობა – 609-დან 12 533 ადამიანამდე გაიზარდა.2024 წლის საყოველთაო მოსახლეობის აღწერის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581 ადამიანს შეადგენს, რაც 5,8%-ით მეტია 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24475/55/244755577_215:0:1992:1333_1920x0_80_0_0_b37fb74ac8fcf92330dbb7473cce02a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
სტატისტიკა: საქართველოში მუდმივად მცხოვრები ყოველი მესამე მიგრანტი რუსეთიდანაა
საქართველოში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით ხუთჯერ გაიზარდა.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელების თითქმის მესამედი რუსეთის მოქალაქეა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატმა“ მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის აღწერის ძირითადი შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. წინასწარი მონაცემები 2025 წლის ივნისის ბოლოსა და 2026 წლის აპრილში გამოქვეყნდა.
საქართველოში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით (საქართველოს მოსახლეობის წინა აღწერის თარიღი, რედ. შენიშვნა) ხუთჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ წინა აღწერის მიხედვით საქართველოში მუდმივად 7 620 რუსეთის მოქალაქე ცხოვრობდა, 2024 წლის აღწერით მათმა რაოდენობამ 37 715 შეადგინა.
მთლიანობაში, 2024 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობამ 133 857 ადამიანი შეადგინა.
უცხოელებს შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების გარდა, ჭარბობენ ინდოეთის (23 925 ადამიანი), უკრაინის (11 542 ადამიანი), აზერბაიჯანის (8 309 ადამიანი) და სომხეთის (5 381 ადამიანი) მოქალაქეები.
2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 2,5%-ით გაიზარდა და 3 775 415 ადამიანი შეადგინა, თუმცა მათი წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 99,2%-დან 96,1%-მდე შემცირდა.
გარდა ამისა, ეთნიკური ქართველების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 2,5%-ით გაიზარდა და 3 304 075 ადამიანი შეადგინა, მაგრამ მათი წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 86,8%-დან 84,1%-მდე შემცირდა.
რაოდენობრივად მეორე ეთნიკურ ჯგუფს შეადგენენ აზერბაიჯანელები – 268 832 ადამიანი (6,8%), რომელთა რაოდენობაც 15,4 პროცენტით გაიზარდა.
მესამე ჯგუფია ეთნიკური სომხები – 169 296 ადამიანი (4,3%), რომელთა რაოდენობაც 2014 წლის აღწერასთან შედარებით 0,7%-ით გაიზარდა.
ეთნიკური რუსების რაოდენობა აღწერებს შორის პერიოდში 60,8%-ით გაიზარდა და 42 545 ადამიანი შეადგინა. ინდოელების რაოდენობა 446-დან 23 996 ადამიანამდე გაიზარდა. უკრაინელების რაოდენობა 139,4%-ით გაიზარდა და 14 443 ადამიანი შეადგინა, ხოლო არაბების რაოდენობა – 609-დან 12 533 ადამიანამდე გაიზარდა.
2024 წლის საყოველთაო მოსახლეობის აღწერის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581 ადამიანს შეადგენს, რაც 5,8%-ით მეტია 2014 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით.