მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინი: დასავლეთმა ომზე ღიად დაწყო საუბარი, თუმცა, რუსეთი საპასუხოდ მზადაა

© photo: Sputnik / Юрий Кочетков / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2026
გამოწერა
პუტინის თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა ჯერ არ მისულან იმ ეტაპამდე, რომ რუსეთს საკუთარი ტერიტორიიდან შეუტიონ.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნები უკვე ღიად აცხადებენ, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადებიან, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
სამშაბათს, სახელმწიფოს მეთაურმა თავდაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ), დაცვის ფედერალური სამსახურის (ФСО), „როსგვარდიის", შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგამოძიებო კომიტეტისა და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის (ФСИН) უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გამართა.
მისი თქმით, ნატოს ქვეყნები ადრე შემოიფარგლებოდნენ კიევის რეჟიმის მხარდაჭერით, რომელიც ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა.
„...ახლა დასავლეთში ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ისინი ჩვენთან ომისთვის ემზადებიან და ზრდიან სამხედრო ბიუჯეტებს“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
მილიტარიზაციის განსახორციელებლად დასავლეთი იყენებს ყალბ განცხადებებს სამხედრო საფრთხის შესახებ, რომელიც თითქოსდა რუსეთისგან მომდინარეობს.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები ჯერ კიდევ არ მისულან იმ ეტაპამდე, რომ რუსეთს საკუთარი ტერიტორიიდან დაარტყან, რადგან მათ ესმით, რომ იქნება საპასუხო დარტყმა.
„ისინი ჯერ არ მისულან იქამდე, რომ საკუთარი ტერიტორიებიდან გაუშვან რამე. მათ ესმით, რომ იქნება საპასუხო დარტყმა. ყველას ესმის ან უნდა ესმოდეს“, – თქვა რუსეთის ლიდერმა.
თუმცა, დასავლეთის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო საწარმოებს ათავსებენ და სპეციალური სამხედრო ოპერაციის (СВО) ზონაში შეიარაღების დიდ ნაკადებს გზავნიან.
ამასთან, პუტინის თქმით, დასავლეთში ძალას იკრებენ ის ძალები, რომლებსაც არ სურთ კონფრონტაცია და უნდათ რუსეთთან ურთიერთობების დამყარება.
„იმ პოლიტიკური ძალების რეიტინგი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ აგრესიას უჭერენ მხარს და ვინც სიტუაციის გამწვავებისა და საქმის შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიყვანისკენ ისწრაფვის, მცირდება, თანაც კატასტროფულად“, – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო ვითარება ამჟამად შორს არის სტაბილურობისგან, ხოლო მსოფლიოს რიგ რეგიონებში – მათ შორის ევრაზიის სივრცეში – კონფლიქტური პოტენციალი გაიზარდა.
პუტინმა ყურადღება გამახვილა იმაზე, რომ რუსეთი ყველასთვის თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების მომხრეა. ამის მიღწევა კი მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობების მრავალპოლუსიანი სისტემის ჩამოყალიბებით არის შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0