პარლამენტმა სახალხო დამცველი ანგარიში ცნობად მიიღო

© courtesy of Levan Ioselianiლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2026
გამოწერა
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ომბუდსმენის მიერ აქციების წესების კრიტიკას გადაჭარბებული უწოდეს, თუმცა აღნიშნეს, რომ 2012 წელთან შედარებით ქვეყანაში ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. პარლამენტმა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია, ცნობად მიიღო.
ომბუდსმენის ანგარიში შეეხებოდა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემას, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ქალთა, ბავშვთა, შშმ პირთა, პატიმართა და პენსიონერთა მდგომარეობას, ასევე სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობას.
მმართველი პარტიის უკმაყოფილება გამოიწვია ანგარიშის იმ ნაწილმა, რომელიც ეხებოდა სახალხო დამცველის მიერ საპროტესტო აქციების შეფასებას და პარლამენტის მიერ მიღებული საპროტესტო აქციების წესების კრიტიკას, რომელთააც სახალხო დამცველმა გადაჭარბებული უწოდა.
„თქვენს მოხსენებაში, რომელიც, სამწუხაროდ, საზოგადოებამაც მოისმინა და, სავარაუდოდ, წერილობითი სახითაც გავრცელდება, თქვენ საუბრობთ იმაზე, თითქოს ჩვენ, მათ შორის კანონმდებლებსა და სამართალდამცავ ორგანოებს, არ გვაქვს უფლება ვიზრუნოთ მოქალაქეებზე, რადგან კანონის მარტივი განმარტება ასეთია: ჩვენ ვიღებთ კანონებს საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი წესების დასადგენად“, — განაცხადა მმართველი პარტიის წევრმა ნინო წილოსანმა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
რა წერია ანგარიშში
ანგარიშის ვრცელი ნაწილი ეძღვნება 2024 და 2025 წლების საპროტესტო აქციების დროს არასათანადო მოპყრობის შემთხვევებსა და მათ არაეფექტიან გამოძიებას, გამოხატვის თავისუფლების დაცვას, მათ შორის საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებს, სავარაუდოდ, პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციების საჯაროდ გამოხატვის გამო.
დოკუმენტში ყურადღება ეთმობა პენიტენციურ დაწესებულებების გადატვირთულობას, მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმების ნაკლოვანებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ სისტემურ პრობლემებს.
ანგარიშის თანახმად, გამოწვევად რჩება თანასწორობის საკითხები, სიძულვილის მოტივით ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) პრევენცია, ასევე მსგავს საქმეებზე მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი ფუნქციების ეფექტიანი აღსრულება.
ანგარიშში განხილულია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ენობრივი და საინფორმაციო ბარიერები, დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სხვა სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა, ასევე რელიგიის თავისუფლების საკითხები.
სოციალურ საკითხებს შორის, მათ შორის ჯანმრთელობის უფლების კონტექსტში, გაანალიზებულია პაციენტთა უფლებების დაცვის სისტემური ნაკლოვანებები; შრომითი უფლებების ასპექტში — ღირსეული შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფის სამართლებრივი გარანტიები; ასევე წყლის ხელმისაწვდომობისა და საცხოვრებლის სოციალურ სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხები.
ასევე, დოკუმენტში განხილულია მოწყვლადი ჯგუფების — ბავშვების, შშმ პირებისა და ხანდაზმულთა სამართლებრივი მდგომარეობა, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს სიღარიბე, ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მექანიზმების არაეფექტიანობა, და სამართლებრივი დაცვის გარანტიების უგულებელყოფა.
ანგარიშის ცალკეული თავი ეძღვნება ცნობიერების ამაღლებასა და ადამიანის უფლებების სწავლებას. გაშუქებულია თავდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა, თავშესაფრის მაძიებელთა სამართლებრივი სტატუსი და ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხები.
ყველა ახალი ამბავი
0